ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2017

  • არომატი

    წითელი მშრალი

  • ალკოჰოლურობა

    12%

  • მოცულობა

    750 მლ

საფერავი (ხაშმი)

საფერავი (ხაშმი)

კორინთელის მარანი

69.95

ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაშმის განსაკუთრებული მევენახეობის ზონაში (ხაშმის მიკროზონა), მდინარე იორის მარცხენა ფერდობზე გაშენებული და ამავე სოფელში საუკუნეების მანძილზე ადაპტირებული საფერავის ჯიშის ვაზის ყურძნისაგან. ვაზის ეს ჯიში აღნიშნულ ადგილზე განსხვავებულად გამორჩეულ, მაღალი ღირსების ღვონოს იძლევა. 2017 წელს მოწეული მოსავლის თითოეული მტევანი დაკრეფილია და გამორჩეულია ხელით. ყურძნის წარმომავლობა და დამზადების მეთოდი უზრუნველყოფს ღვინის დაძველების ბუნებრივ პოტენციალს. ღვინოში წარმოჩენილია კენკროვნების დახვეწილი არომატი, რომლის დომინირების ფონზე შეიგრძნობა მჟავიანობისა და ტანინების ჰარმონიული ბალანსი. ყურძენი დაკრეფისთანავე დაწურულია იქვე, ვენახთან. ფერმენტაციის პროცესის აქტიური ფაზა დასრულებულია ქვევრში დურდოს სრული მასის მონაწილეობით. ღვინო არ არის ტრადიციული, ქარხნული მეთოდით გაფილტრული და დამუშავებული. ჩამოსხმულია 1000 ბოთლი. თითოეულ ბოთლზე ხელით დაიტანება ნუმერაცია და მწარმოებლის ხელმოწერა.

ადგილზე მიტანის სერვისი

ქვევრის ღვინო