2010
წითელი ნახევრად ტკბილი
12%
0 მლ
12.95₾
ქინძმარაული წითელი ნახევრადტკბილი ღვინო ქინძმარაული არის წითელი ნახევრადტკბილი, ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო, რომელიც მზადდება კახეთის რეგიონში, ქინძმარაულის მევენახეობის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ქინძმარაული გამოირჩევა გამჭვირვალე, მწიფე ალუბლის შეფერილობით, ხილისა და კენკრის გამოხატული სურნელით. სასიამოვნო, ხავერდოვანი ტანინები ქმნის რბილ გემოს და უფრო დაბალანსებულს ხდის ღვინოს, რაც საუცხოო და პიკანტურია. რეკომენდებულია დესერტებთან, ტკბილეულთან, ხილის ასორტთან, ცხარე საკვებთან და ყველთან ერთად. ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 10-12°C შეინახეთ: +5°C - +16°C