ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2016

  • არომატი

  • ალკოჰოლურობა

    13%

  • მოცულობა

    0 მლ

რქაწითელი - მწვანე

რქაწითელი - მწვანე

მიშო პაპა

25.95

რქაწითელი კლასიკური კახური ღვინო, თეთრი მშრალი რქაწითელი დამზადებულია ძველი ქართული მეთოდიოთ ქვევრში, სოფელ მაღაროში მოყვანილი რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ღვინის მაცერაცია ქვევრში 6 თვის მანძილზე ხდებოდა და მრავალმხრივი გემო და სურნელება სწორედ ქვევრში დაყოვნების შემდეგ განივითარა. ღვინოს აქვს ქვევრის რქაწითელისთვის დამახასიათებელი ცეცხლისფერი შეფერილობა. ახასიათებს ატმის, მწიფე ყვითელი ხილის, გახუხული პურის და სანელებლების არომატი. რაც მთავარია აქვს ხანგრძლივი გამყოლი გემო და ტანინთან ინტეგრირებული მჟავიანობა. ღვინოს საუკეთესოდ შეეხამება ხბოს ხაშლამა და თუშური გუდის ყველი.

ადგილზე მიტანის სერვისი