2016
წითელი ნახევრად ტკბილი
12%
0 მლ
140₾
მთის საოცრება, ლეჩხუმის მხარის უნიკალური წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო. უსახელოური გამოირჩევა ამ კატეგორიის ყველა დანარჩენი ღვინისაგან თავისი კეთილშობილი და დახვეწილი ბუკეტით. ღვინო მუქი ლალისფერია,არომატი–ხალისიანი,გამოხატული მარწყვისა და იის ტონებით,გემო–ჰარმონიული,შეიგრძნობა ჟოლო და ალუბალი. საუკეთესო ხარისხის უსახელოური მიიღება მხოლოდ ლეჩხუმში,ზუბი–ოყურეშის მიკრო უბანში გაშენებული ყურძნისაგან.აქ ბუნებრივი პირობები ხვამლისა და ასხის მთების მეშვეობით ჩამოყალიბებული კლიმატის კომფორტს ქმნის. წარმოებულია ლეჩხუმში,სოფელ ოყურეშში მოყვანილი საუკეთესო ხარისხის უსახელოურის ჯიშის ყურძნისაგან. ვაზის განვითარებისთვის გამოყენებულია მხოლოდ ორგანული სასუქი მიირთვით ხილთან,ტკბილეულთან,ყველთან,დესერტთან ერთად, გაგრილებული 10–12Cტემპერატურაზე.