2016
წითელი ნახევრად ტკბილი
12%
0 მლ
121₾
წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ლეჩხუმის რეგიონის უნიკალური ღვინო. წარმოებულია ლეჩხუმში , მთიანი მევენახეობის სპეციდიურ ზონაში გაშენებული უსახელაურის ჯიშის რჩეული ყურძნისგან. 100 % უსახელაური. ღვინო ინტენსიური ლალისფერია და დაჰკრავს მკრთალი ლურჯი ფერის ტონები. დახვეწილი გემო გაჯერებულია მწიფე შავი ქლიავის ალუბლის და შავი მოცხარის არომატებით. ბუკეტი მდიდარია ძირტკბილას მოტკბო ტონებით. ხავერდოვანი ტანინებით კარგად სტრუქტურირებული სხეული დაბალანსებულია ბუნებრივი სიტკბოთი. გამოირჩევა რბილი გემოთი და ხასიათდება შთამბეჭდავი ჰარმონიული დაბოლოებით. მიირთვით გაგრილებული 10-12 გრადუსზე.