ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2016

  • არომატი

  • ალკოჰოლურობა

    13%

  • მოცულობა

    0 მლ

საფერავი

საფერავი

ახმეტის ღვინის სახლი

20

ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისაგან, მოწეული კახეთში, ახმეტის რაიონში, ბითაანში გაშენებული ვენახიდან. დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივ საფუარზე დუღილითა და ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ჭაჭასთან და კლერტთან ექვსდღიანი კონტაქტის შემდგომ, დუღილის პირველი ფაზის დასრულებისას განთავისუფლდა დურდოსაგან და დუღილი განაგრძო ქვევრში. დუღილის პროცესის დასრულების შემდგომ 6 თვის განმავლობაში დავარგებულია ქვევრში. ღვინო მუქი ბროწეულის ფერია, ახასიათებს ჯიშური არომატი, რომელშიც ჭარბობს მწიფე მაყვლის სურნელი და შავი კენკრის არომატი. გამოირჩევა სრული მოტკბო გემოთი. ღვინო მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. აქვს დაბალანსებული ჯიშური არომატით და ხანგრძლივად გამყოლი დაბოლოება.

ადგილზე მიტანის სერვისი

ქვევრის ღვინო