2019
წითელი ნახევრად ტკბილი
13%
0 მლ
169₾
წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო უსახელოური იწარმოება იმავე სახელწოდების ყურძნის ჯიშისგან და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო ქართულ ღვინოებს შორის. ყურძენი მოყვანილია უსახელოურის ვაზის ისტორიული წარმოშობის ადგილზე კერძოდ ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშის ე.წ სამანდარიოს ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებით მაღალი ღირსების უსახელოური მოდის, ღვინო იმავე სოფელში მდებარე საოჯახო მარანში ძველი ტრადიციების სრული დაცვითაა დაყენებული. ღვინო დამზადებულია შეზღუდული რაოდენობით. თითოეული ეტიკეტის გრავიურა ხელნაკეთია ოსტატის მიერ. ხასიათდება ჯიშური არომატით, ზომიერი სიტკბოთი და ჰარმონიული გემოთი.