ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2015

  • არომატი

    წითელი მშრალი

  • ალკოჰოლურობა

    12%

  • მოცულობა

    0 მლ

მუკუზანი

მუკუზანი

კახური ღვინის მარანი

13

წითელი მშრალი სამარკო ღვინო, რომელსაც სამართლიანად უკავია ერთ-ერთი პირველი ადგილი წითელ ღვინოებს შორის. დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია მუკუზანისა და თელიანის მიკროზონებში. ღვინომასალა დაყოვნებულია მუხის კასრებში სამ წელიწადს. ასე დაყენებულ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღვინოს სასიამოვნო სიმწკლარტეც დაკრავს, რომელიც ჩამოყალიბებული ღვინისთვის დამახასიათებელ სირბილეს ერთვის. ღვინო მუქი ლალისფერია, აქვს სასიამოვნო გამჭვირვალობა და სამაოდ სხეულიანია. ახასიათებს ხავერდოვანი გემო მკაფიოდ გამოხატული ჯიშური არომატით და რთული ბუკეტით. აქვს მძლავრი ექსტრაქტულობა დიდ საგემოვნო ჰარმონიასთან ერთად. სურნელებაში კარგად მოსჩანს კენკრისა და დაფნის ტონები. გემოვნური თვისებების მიხედვით, სასიამოვნოა კუჭმაჭთან, ცივად მოხარშულ ღორის ხორცთან, ძეხვეულთან, კუპატთან და ჟიგრის ყაურმასთან მისაყოლებლად. მზა ღვინო შეიცავს 10.5-12.5 % სპირტს და 6-7გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას. საერთაშორისო კონკურსებზე ღვინოს მინიჭებული აქვს რვა ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი

ადგილზე მიტანის სერვისი

ქვევრის ღვინო