ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2015

  • არომატი

    წითელი ნახევრად ტკბილი

  • ალკოჰოლურობა

    12%

  • მოცულობა

    0 მლ

ხვანჭკარა

ხვანჭკარა

კახური ღვინის მარანი

29.95

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინოა. მზადდება ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძნისგან, რომლებიც გაშენებულია ხვანჭკარის მიკროზონაში. ღვინოს აქვს მკვეთრად გამოხატული, ძლიერი ჯიშური ბუკეტი, ხავერდოვანი გემო ჟოლოს ტონებით და მუქი ლალისფერიასაა. ეს ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ღვინო საოცარი გამჭვირვალობით გამოირჩევა; სურნელზე კოწახურის, მწიფე კენკრის და გოგრა ბლის ტონები ახასიათებს, გემოთი კი ძალიან რბილი და ელეგანტურია. "ხვანჭკარა" უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ითვლება ქართული ნახევრადტკბილი ღვინოების მარგალიტად. გემოვნური თვისებების მიხედვით, "ხვანჭკარა" საუკეთესო მისაყოლებელია ალუბლის ნამცხვართან და ჟელესთან, გოზინაყთან, ფახლავასთან, ხილეულთან (ბალი, მწიფე ალუბალი, ჭანჭური). მზა ღვინო შეიცავს 10.5-12.0 % სპირტს, 3-5% შაქარს და 5.0-7.0გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას. მაღალი გემოვნური თვისებებისთვის "ხვანჭკარა"-ს საერთაშორისო კონკურსებზე მიღებული აქვს ორი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალი. გამოდის 1907 წლიდან.

ადგილზე მიტანის სერვისი

ქვევრის ღვინო