ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2015

  • არომატი

    წითელი ნახევრად ტკბილი

  • ალკოჰოლურობა

    12%

  • მოცულობა

    0 მლ

ქინძმარაული

ქინძმარაული

კახური ღვინის მარანი

20.95

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი მუქი წითელი ფერის ღვინოა. დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია ყვარლის მიკროზონაში. "ქინძმარაულს" აქვს დამახასიათებელი ძლიერი ჯიშური ბუკეტი და არომატი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო. სურნელებაში პირველ პლანზე მწიფე ქლიავისა და ტკბილი ტყლაპის ტონები მოდის, გემოთი კი ტკბილია და კარგად დაბალანსებული. შესანიშნავმა გემომ და სამკურნალო თვისებებმა "ქინძმარაულს" ფართო აღიარება მოუტანეს. გემოვნური თვისებების მიხედვით, სასიამოვნოა შოკოლადის ტორტთან, დაშაქრულ მწიფე მარწყვთან და სხვა წითელ ხილთან. მზა ღვინო შეიცავს 10.5-12.0 % სპირტს, 3-5% შაქარს და 5.0-7.0გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას. ღვინო გამოდის 1942 წლიდან. მაღალი ხარისხისთვის "ქინძმარაულმა" საერთაშორისო კონკურსებზე მიიღო სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.

ადგილზე მიტანის სერვისი

ქვევრის ღვინო