ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2015

  • არომატი

    თეთრი მშრალი

  • ალკოჰოლურობა

    12%

  • მოცულობა

    0 მლ

რქაწითელი

რქაწითელი

კახური ღვინის მარანი

9.95

თეთრი მშრალი ღვინო, დაყენებულია კლასიკური (ევროპული) მეთოდით, რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. აქვს გამოხატული ღია ქარვისფერი. გამოირჩევა ეფექტური პირველი სურნელებით, რომელთა შორის დომინირებს ატმისა და მუშმალას სურნელი. რქაწითელი ცოცხალი, ხალასი ღვინოა, სადაც მჟავიანობას ჰარმონიულად ერწყმის სირბილე. ახასიათებს ხანგრძლივი და საინტერესო დაბოლოება. გემოვნური თვისებების მიხედვით, სასიამოვნოა ორთქლზე მომზადებულ კალმახთან, ქათმის და ინდაურის თეთრ ხორცთან და ბოსტნეულის სალათებთან მისაყოლებლად. მზა ღვინო შეიცავს 11.5-12.5 % სპირტს და 4-6გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას. საერთაშორისო კონკურსებზე ღვინოს მინიჭებული აქვს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.

ადგილზე მიტანის სერვისი

ქვევრის ღვინო