საიტის წესები და პირობები

საიტზე რეგისტრაციათქვენი პროფილიინფორმაციის კონფიდენციალურობა

საიტზე დარეგისტრირებითა და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. რეგისტრაციით თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს, ირჩევთ პაროლსა და ელ.ფოსტას მის სამართავად და უთითებთ საკონტაქტო ნომერს ტრანსპორტირების განსახორციელებლად. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია allwine.ge-ის მიერ.

პროდუქციის აღწერილობა 
Allwine.ge-ზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ დეტალურად გადახედოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებსა და ფასებს.

ფასები

ვებ-გვერდზე მოცემული პროდუქტის ფასი მოცემულია ლარებში, დღგ-ს ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები მოიცავს ტრანსპორტირების (კურიერის მომსახურებას) ღირებულებას. ფასები შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.

შეკვეთა

შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას SMS-შეტყობინების სახით და ელ-ფოსტის მეშვეობით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს შეკვეთას, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება. მიწოდება ხორციელდება თბილისის ტერიტორიაზე და სრულიად უფასოა. მიწოდების მაქსიმალური ვადაა შეკვეთიდან 2 საათი.

შეკვეთის გაუქმება

Allwine.ge  ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:
ა) თანხის გადახდიდან 2 საათის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი; 
ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს; 
გ) პროდუქტი დაზიანებულია.
  * დაბრუნების პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან 2 დღის განმავლობაში.

თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროოდუქტი,  Allwine.ge თანახმაა, გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ:

ა) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების საფასურს,
ბ)  ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება Allwine.ge-ის ონლაინ მაღაზიაში.
გ) იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური  ნაშთი არ იძებნება Allwine.ge -ის ონლაინ მაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელის პროდუქცია გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში.
დ) იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქციის ფასი აღემატება შეცდომით შეკვეთილი პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფასი ნაკლებია შეძენილი პროდუქციის ფასზე, არსებული სხვაობა უკან დაბრუნებას არ ქვემდებარება.