ზამთრის ყინვებისგან დაზიანებული ვაზის მოვლა და გასხვლა

10 იანვარი, 2018წ

გაზიარება

ზამთრის ყინვებისგან დაზიანებული ვაზის მოვლა და გასხვლა

ზამთრის ყინვებისგან დაზიანებული ვაზის მოვლა და გასხვლა

ზამთრში ტემპერატურის დაცემა მინუს 12 გრადუსზე იწვევს კვირტების დაზიანებას; მინუს 18 გრადუსზე ყინვამ შეიძლება გამოიწვიოს ვაზის მთლიანად დაღუპვაც. ზამთრის ყინვებისგან ვაზის დაცვის ძირითად ღონისძიებად გამოყენებულია მისი დაფარვა მიწით (დამარხვა), თუმცა ეს ღონისძიებაც ხშირ შემთხვევაში ვაზის დაზიანებისაგან დაცვის სრულ გარანტიას არ იძლევა.

მთავარია ადგილობრივი პირობებისათვის გამძლე ჯიშების შერჩევა. ვაზის ყინვაგამძლეობა არის გარემო ფაქტორებთან ჯიშის ბიოლოგიური შეგუების შედეგი; ამავე დროს ერთი და იგივე ჯიში რომელიმე წელს შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს დაბალი ტემპერატურისაგან, ხოლო სხვა შემთხვევაში, მიუხედავად უკეთესი ტემპერატურული პირობებისა, ვაზი ადვილად დაიღუპოს.

გარემოსა და ჯიშის ბიოლოგიურ თვისებათა სრული შესაბამისობის შემთხვევაში ვაზი ნორამალურად მომზადებული ხვდება ზამთრის პერიოდს. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ყინვაგამძლეობის უნარი შემცირებულია. ზამთრის ყინვებისაგან ვაზის დაზიანება სხვადასხვა ხასიათისაა და ის ძირითადად დამოკიდებულია შემდეგ ცვალებად პირობებზე: ყინვის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე, ჯიშის ყინვაგამძლეობაზე, ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე და რელიეფზე, აგროტექნიკურ ღონისძიებათა დროულად და ხარისხობრივად ჩატარებაზე და სხვა...

ყინვებისგან დაზიანებით არა მარტო ყურძნის მოსავალი იღუპება, არამედ ნაზარდიც უვარგისი ხდება გამრავლებისათვის; ამასთანავე, ვაზის ფორმის მიხედვით, ყურძნის შემცირებული მოსავლის მიღება მოსალოდნელია გაგრძელდეს რამდენიმე წელს. შესაძლებელია აგრეთვე ვენახი მთლიანადაც დაიღუპოს და საჭირო გახდეს მისი ხელმეორედ გაშენება.

ზამთრის ყინვებისაგან დაზიანებული ვენახის მოვლის ღონისძიებათა დაზუსტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წიანსწარ დაზიანების ხარისხის განსაზღვრას. ამისათვის საჭიროა ნაკვეთების წინასწარი შესწავლა ჯიშების, ნაკვეთების მდებარეობისა და რელიეფის მიხედვით.

ზამთრის ყინვებისგან დაზიანებული ვაზის მოვლა

მევენახეობის მთელ რიგ რაიონებში, რომლებიც ჩვეულებრივ თბილი, ზომიერი ჰავით ხასიათდება, ვაზის დაზიანება ზამთრობით დაბალი ტემპერატურის გამო ხდება პერიოდულად - ათ ან მეტ წელში ერთხელ.

ხშირად აქვს საქართველოში ადგილი ვენახების საგრძნობ დაზიანებას ზამთრის ყინვებისაგან და ცალკეული მეურნეობის მიხედვით ყურძნის მოსავლის მთლიანად დაღუპვასაც კი, მიუხედავად იმისა რომ ვენახებისათვის დამაზარალებელი ყინვები საქართველოს პირობებში ხშირ მოვლენას არ წარმაოდგენს, იგი მაინც მოსალოდნელია და ამიტომ საჭიროა სერიოზული ყურადღების მიქცევა ამ საკითხისადმი.

ზამთრის ყინვისგან დაზიანებული ვაზის გასხვლა

მხოლოდ გაუსხლავი დაზიანებული ვაზის გამოსწორება შეიძლება სხვლის საშუალებით. პირველი სახის დაზიანების დროს, როდესაც დაზიანებულია ძირითადი კვირტების მცირე ნაწილი, შეიძლება სრული მოსავლის მიღება დატვირთვის გადიდებით დაზიანების შესაბამისად.

ასე მაგალთად, შემოწმების დროს თუ დადგინდა ძირითადი კვირტების დაზიანება 50 პროცენტით, მაშინ სხვლის დროს დატვირთვა უნდა გადიდდეს 100 პროცენტით ე.ი. თუ ნორმალურად (დაზიანების გარეშე) საჭირო იქნება 20 კვირტის დატოვება, 50 პროცენტით დაზიანების შეთხვევაში უნდა დარჩეს 40 კვირტი.

მეორე სახის დაზიანების დროს, როდესაც ძირითადი კვირტების უმეტესი ნაწილია დაზიანებული, ვაზის გამოსწორება უნდა განისაზღვროს ყურძნის მოსავლის ნაწილობრივ აღდგენით და მომავალი წლისთვის ნაზარდის უკეთეს ადგილებში განვითარებით.

უნდა აღინიშნოს რომ კვირტების დაზიანების ამ შემთხვევაში დაზიანება მერქანშიც არის გადასული. ამ დროს დაზიანების მრავალ გადახრას აქვს ადგილი. ამ შემთხვევაში სხვლის წესის დაზუსტება არამც თუ გაძნელებულია, არამედ შეუძლებელიც არის.

 

განაგრძეთ კითხვა

პოპულარული ღვინოები

13
ბოთლის ტუჩი CRYSTAL (შავი)

ბოთლის ტუჩი CRYSTAL (შავი)

20.95
საფერავი  ლალისფერი

საფერავი ლალისფერი

223
შატო ლიპარტიანი

შატო ლიპარტიანი

წითელი მშრალი