ბეკონში შემწვარი თევზი ციცქა-ცოლიკოურთან ერთად

10 იანვარი, 2018წ

გაზიარება

ბეკონში შემწვარი თევზი ციცქა-ცოლიკოურთან ერთად

ბეკონში შემწვარი თევზი ციცქა-ცოლიკოურთან ერთად

ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი თეთრი თევზი გამოდგება, მაგალითად დორადა, ქორჭილა, კალმახი. ბეკონის ცხიმი თევზს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს და ამავე დროს სასიამოვნო, შებოლილის არომატს შემატებს.

ინგრედიენტები:

  • თევზი - 4, საშუალო ზომის
  • ბეკონი - 60 გ
  • მარილი
  • ლიმონი - 1

მომზადების წესები: თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ. მოაყარეთ მარილი შიგნიდან და გარედან.

ლაყუჩების ადგილას ჩაუდეთ ლიმონის ნაჭრები. შეგიძლიათ, რამდენიმე ადგილას კანი ჩაუჭრათ, რომ ბეკონის არომატი უკეთ შეითვისოს.

გარედან შემოვახვიოთ სიფრიფანად დაჭრილი ბეკონი. შევწვათ ღუმელში, 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-30 წუთი. სუფრასთან მივიტანოთ მსუბუქ გარნირთან ერთად.

ბეკონში შემწვარი თევზს ციცქა-ცოლიკოური შეეხამება

ღვინის შეხამება: ცნობილი იმერული კუპაჟური ღვინო, ციცქა-ცოლიკოური, ვფიქრობთ, ამ კერძს შესანიშნავად შეეხამება. ამ ღვინოს დღეს როგორც დიდი კომპანიები, ასევე გლეხური მცირე მარნებიც აწარმოებენ და ღვინის მოყვარულებს არჩევანი საკმაოდ დიდი აქვთ.

ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის ვრცელი ასორტიმენტიდან ბეკონში შემწვარ თევზთან “ზანგაურას“ 2016 წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოურს, მცირე მარან “ბაიას ღვინოს“ 2015 წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოურს და კომპანია “ხარებას“ 2015 წლის მოსავლის ციცქას გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge

 

პოპულარული ღვინოები

27.95
ხიხვი

ხიხვი

თეთრი მშრალი

37.95
მანავის მწვანე

მანავის მწვანე

34.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი