მეცნიერების დასკვნით ალკოჰოლის მომხმარებელთა ემოციური რეაქცია სხვადასხვა ტიპის სასმელის მიმართ განსხვავებულია

03 იანვარი, 2018წ

გაზიარება

მეცნიერების დასკვნით ალკოჰოლის მომხმარებელთა ემოციური რეაქცია სხვადასხვა ტიპის სასმელის მიმართ განსხვავებულია

მეცნიერების დასკვნით ალკოჰოლის მომხმარებელთა ემოციური რეაქცია სხვადასხვა ტიპის სასმელის მიმართ განსხვავებულია

უკანასკნელი წლების განმავლობაში ფრანგმა მეცნიერებმა შეისწავლეს ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედება ადამიანზე. მათ ასევე დაადგინეს და საკუთარი დასკვნებიც გამოაქვეყნეს იმის შესახებ, რომ ალკოჰოლური სასმელები ადამიანში სხვადასხვა სახის ემოციებს აღძრავს. 

ამ საინტერესო გამოკითხვაში 18 - დან 34 წლამდე ასაკის 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა მხოლოდ საფრანგეთით არ შემოსაზღვრულა და იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 21 ქვეყანაში მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ ფიგურირებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ალკოჰოლის მომხმარებელთა ემოციური რეაქცია სხვადასხვა ტიპის სასმელის მიმართ განსხვავებულია. მაგალითად, წითელი ღვინო პიროვნებას რელაქსაციაში ეხმარება, არყისა და ვისკის გამო კი ადამიანი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს და აგრესიული ხდება. ამასთან, ზოგიერთი ადამიანი წითელი ღვინის გამო დაღლილობას უჩივის. ლუდის გამო კი თავდაჯერებულება ემატებათ.

ამ კვლევებსა და  ნაშრომს ბანგორის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის ექსპერტები იზიარებენ, რომლებიც ალკოჰოლთან დაკავშირებით თავადაც აწარმოებენ მსგავსი ტიპის მეცნიერულ სამუშაოებს.

 

 

პოპულარული ღვინოები

40.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

19.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი