ახალი სამყაროს ღვინოები მსოფლიო ღვინის ბაზარს იპყრობენ - მსოფლიო ღვინო

28 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

ახალი სამყაროს ღვინოები მსოფლიო ღვინის ბაზარს იპყრობენ - მსოფლიო ღვინო

ახალი სამყაროს ღვინოები მსოფლიო ღვინის ბაზარს იპყრობენ - მსოფლიო ღვინო

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო შიშით უყურებს მომავალს, რადგან ე.წ ახალი სამყაროს ქვეყნების ღვინოების გაყიდვების წილი წლიდან - წლამდე მაქსიმალური სისწრაფით იზრდება. ამ ფონზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ, ღვინის უძველესი მწარმოებლები: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ღვინის გაყიდვების კუთხით, სულ მალე, მოწინავეები აღარ იქნებიან.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყნების - საფრანგეთის, პორტუგალიის, იტალიისა და ესპანეთის - ერთ სულ მოსახლეზე, ღვინის გაყიდვა მსოფლიოში ორჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ახალი სამყაროს ქვეყნებს, ისინი პარალელურად იპყრობდნენ მსოფლიო ღვინის ბაზარს. დღეს არგენტინის, ჩილეს, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ღვინოები უკვე ევროპაშიც პოპულარულია, რაც ბევრი ევროპელი მეღვინისთვის განგაშის მიზეზი გახდა.

ამ ვითარებით შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 1980-იან წლებში ღვინის იმპორტი სამხრეთის ქვეყნებიდან მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენდა, ახლა კი ეს რიცხვი 30 პროცენტია.

ავსტრალიამ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ღვინის გაყიდვაში საფრანგეთს გაუსწრო და ახლა მეორეა იტალიის შემდეგ. იმ მევენახეებმა ვინც გასულ წლებში კალიფორნიის ცნობილ ზონაში მიწები იყიდეს, ახლა გადაწყვეტილებას ნანობენ, რადგან მათი მომავალიც ბუნდოვანია.

ევროპელი და ამერიკელი მევენახეებისა და მეღვინეების გარდა, ასევე ღელავენ ტრადიციული ღვინის მომხარებლებიც. ვინაიდან ისინი მიჩვეულები არიან სხვადასხვა სახის ღვინოებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ახლა მათ ექნებათ ნაკლები საშუალება ღვინის შეძენისას არჩევანი რეგიონებისა და მიკროზონების მიხედვით გააკეთონ, რადგან ავსტრალიაშიც და არგენტინაშიც  ძირითადად ფრანგული და იტალიური ვაზის ჯიშებია გაშენებული.

 

 

პოპულარული ღვინოები

12.95
კლასიკური მშრალი

კლასიკური მშრალი

8.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

26.52
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი