საახალწლოდ ALLWINE.GE და კომპანია "Kardenakhi Wine Factory N1" მომხმარებელს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს

26 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

საახალწლოდ ALLWINE.GE და კომპანია "Kardenakhi Wine Factory N1" მომხმარებელს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს

საახალწლოდ ALLWINE.GE და კომპანია "Kardenakhi Wine Factory N1" მომხმარებელს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს

ინტერნეტ მაღაზია და მედია პორტალი ALLWINE.GE და კომპანია "Kardenakhi Wine Factory N1" უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. სწორედ ამიტომ, საახალწლოდ, ALLWINE.GE და კომპანია "Kardenakhi Wine Factory N1“ მომხმარებელს 30%-იან აქციას სთავაზობს. ასევე, დღეს პროდუქციის შეძენის შემთხვევაში უფასო მიტანის სერვისი მოქმედებს.

საახალწლო აქციის მიხედვით, 31 დეკემბრის ჩათვლით, თქვენ საშუალება გეძლევათ allwine.ge-ს სადეგუსტაციო კუთხეებსა და ვებგვერდზე კომპანია "Kardenakhi Wine Factory N1“ ღვინოები ექსკლუზიურ ფასად შეიძინოთ.

კარდენახის ღვინის ქარხნის ერთ-ერთმა მფლობელმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ALLWINE.GE-თან საუბრისას დაწვრილებით გაიხსენა კარდენახის ღვინის ქარხანასთან დაკავშირებული ისტორიულ ფაქტები. ასევე ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილზე კარდენახის ღვინის ქარხნის მიერ წარმოებული თეთრი მშრალი ღვინის ”წარაფის” დეგუსტაცია შემოგვთავაზა. ღვინის მოყვარულებს თამამად ვურჩევთ, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი, ამ ქარხნის მიერ წარმოებული სამივე სახეობის ღვინო დააგემოვნონ: წარაფი, წარაფი გაუფილტრავი და საფერავი.

კარდენახის ღვინის ქარხანა უნიკალურ მარანს წარმოადგენს, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს აშენდა. მისი უნიკალურობა ქვევრების უპრეცედენტო რაოდენობაში გამოიხატება. აქ 700 ქვევრი 1000 ტონა ყურძენს იტევს. კარდენახის ღვინის ქარხანა ადგილობრივი ფეოდალის, კოტე აფხაზის მიერ აშენდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქარხანა რუსი ფეოდალის, გრაფ შერემენტიევის მფლობელობაში გადავიდა. მრავალი საინტერესო წყაროს გარდა, არსებობს ცნობილი ფრანგი ბარონის, დე ბაის წიგნი, სადაც ქარხნის ფოტოებია  შემონახული და კონკრეტული ფაქტებია აღწერილი.

 ბატონო ნიკოლოზ, გვიამბეთ კარდენახის ღვინის ქარხნის შექმნის ისტორია. როდის და ვინ ააშენა ქარხანა?

ქარხანა XIX საუკუნეში ადგილობრივი ფეოდალის, კოტე აფხაზის მიერ აშენდა. ის საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან 50 ტონა ღვინოს აწარმოებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქარხანა ცნობილი წარმომავლობის, რუსი ფეოდალის, გრაფ შერემენტიევის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც მმართველად ვინმე ავერკინი დაიქირავა. იმ პერიოდში ქარხნის მასშტატებები გაიზარდა და გარდა საკუთარი ვენახისა, ავერკინი კონკრეტული მიკრო ზონებიდან ადგილობრივი გლეხების ვენახებსაც ქირაობდა.

ცნობილი ფრანგი ბარონი, დე ბაი თავის წიგნში წერს: „გრაფ შერემეტიევს პატივი ჰქონდა კარდენახში, თავისი ღვინის ქარხნის მარანში იმპერატორ ალექსანდრე III-ის, მისი მეუღლისა და პატარა მემკვიდრე ნიკოლოზისთვის - იგულისხმება მომავალი იმპერატორი ნიკოლოზ II - მანსპინძლობა გაეწია.ამ მოკლე ისტორიით ბევრია ნათქვამი ჩვენი მარნის შესახებ. სხვა ფაქტების გაცნობით თავს არ შეგაწყენთ“ - ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი.

აქვე გვითხარით, სად და როგორ ხდება ღვინის დაძველება და ქარხანა, ქვევრების გარდა, რა ტიპის მოწყობილობითაა აღჭურვილი?

მარნის და იქ არსებულ შენობა - ნაგებობების ტერიტორია 4 ჰექტარზეა გადაჭიმული, ტერიტორია შემოღობილი და დაცულია. იქ დგას ერთი შენობა, სადაც მდებარეობს „საძველე“ - ეს არის ადგილი, სადაც ხდება ღვინის დაძველება სასურველ პერიოდამდე. ნაგებობა შედგება სამი ერთმანეთის გვერდით მდებარე სივრცისგან რომლის სიგრძე 31 მეტრია, ხოლო საიგანე 5 მეტრია. ქვევრისთვის განკუთვნილი პირველი ნაგებობა XIX საუკუნეს, ხოლო ერთი დიდი ანალოგიური ტიპის ნაგებობა XXსაუკუნეს მიეკუთვნება. დანარჩენ ნაგებობებს სჭირდება რეაბილიტაცია, რათა დანიშნულებისამებრ იქნას გამოყენებული. მთელი ტერიტორია გამზადებულია იშვიათი ჯიშის ვაზის მოსაყვანად. აქვე არის ხილის ხეები, მათ შორის 20 საუკუნის ზეთისხილის ხეები.

კარდენახის ღვინის ქარხანა აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი მოწყობილობით და ატრიბუტებით. დიდი რაოდენობის ქვევრების გარდა, ქარხანაში არის 435 ტონა ტევადობის ცისტერნები.