გრძელმტევანა - მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშის დღემდე უცნობი ისტორია

26 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

გრძელმტევანა - მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშის დღემდე უცნობი ისტორია

გრძელმტევანა - მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშის დღემდე უცნობი ისტორია

გრძელმტევანა - ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიშია. როგორც ცნობილია, იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს. აღსანიშნავია რომ, გრძელმტევანა ცნობილია ტყის ვაზის სახელწოდებითაც. ამჟამად იგი ამ სახელწოდებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფლებშიაც ატარებს.

გრძელმტევანა პირველად 1933 წელს, საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების ექსპედიციური შესწავლა - შეგროვების დროს გამოვლინდა. კახეთის ჰავის პირობებში, გრძელმტევანას ერთწლიანი რქები ყურძნის სრული სიმწიფის დროისთვის თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და ზამთრის ყინვებს კარგად გახევებული ხვდება. გრძელმტევანა, მსგავსად კახური ვაზის ჯიშებისა, ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს.

გრძელმტევენა მიზანშეწონილია საღვინე მასალად გამოვიყენოთ, რასაც მტევნებისა და მარცვლების მექანიკური შემადგენლობისა და წვენის ქიმიური შეცულობის მაჩვენებლები მიგვითითებს. ამასთან მტევნების გარეგნული შეხედულების მიხედვით, იგი ასევე შესაძლებელია სასუფრე ყურძნადაც გამოვიყენოთ...

როგორც ცნობილია, კახეთში რთველი სექტემბრის პირველი ნახევრიდან იწყება და ოქტომბრის მეორე ნახევრამდე გრძელდება. ამ დრო გრძელმტევანას შაქრის დაგროვების ნაჩვენები რაოდენობა არ არის ზღვრული. სწორედ ამიტომ, გრძელმტევანას რქაწითელთან ერთად უფრო გვიან კრეფენ, რა დროსაც შაქრის დაგროვება ყურძენსა და წვენში საგრძნობლად გაზრდილია. 

ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება: გრძელმტევანას ყურძნიდან ევროპული ტიპის სუფრის ღვინო მზადდება, რომელიც საკმაოდ მაღალი ღირსებისაა. აქვე აღსანიშნავია რომ, ის სინაზითა და ჰარმონიული გემოთი იპყრობს ყურადღებას. დაბოლოს, გრძელმტევანას ბოთლში შენახული ორ - სამწლიანი ღვინის ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება. იგი უფრო ჰარმონიული ხდება და ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს.

 

პოპულარული ღვინოები

9.65
ვარდისფერი ნახევრად მშრალი

ვარდისფერი ნახევრად მშრალი

9.15
საფერავი კლასიკური

საფერავი კლასიკური

წითელი მშრალი

30
ქვევრის საფერავი

ქვევრის საფერავი

წითელი მშრალი