სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის წარმატების საიდუმლოების დღემდე უცნობი დეტალები

22 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის წარმატების საიდუმლოების დღემდე უცნობი დეტალები

სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის წარმატების საიდუმლოების დღემდე უცნობი დეტალები

როგორც ცნობილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ღვინის გაყიდვის მიხედვით მეოთხე ადგილი უკავია ახალი სამყაროს ქვეყნებს შორის. იგი ადგილს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას და არგენტინას უთმობს. რაც შეეხება ღვინის წარმოებას, აქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მე - 9 ადგილზეა. ბოლო დროინდელი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ევროპაში ღვინის მწარმოებელთა შორის თამამად ლიდერობს იტალია. მას მოსდევს საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია. ვენახების ფართობის მიხედვით სხვა ქვეყნებს ესპანეთი სჯობნის, მომდევნო ადგილებს საფრანგეთი და იტალია ინაწილებენ. ახალი სამყაროს სივრცეში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, მას მოსდევს არგენტინა, ჩილე, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ახალი ზელანდია. ევროპის ქვეყნები ჯერჯერობით ყველა მაჩვენებლით ინარჩუნებენ პირველობას, მაგრამ ახალი სამყაროს ქვეყნები (ავსტრალია, ჩილე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სტაბილურად და თამამად ვითარდებიან.

პირველი სამხრეთ აფრიკული ღვინის წარმოება 1659 წელს დაიწყეს. დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყურძნის დიდი უმრავლესობა იყო თეთრი ჯიშის, დღეისათვის სიტუაცია გათანაბრდა (თეთრი ჯიშის 55 %). სამხრეთ აფრიკული ღვინის დაბადების დღედ ცნობილია: 1659 წლის 2 თებერვალი, როდესაც გემის ჰოლანდიელმა ექიმმა, იანვან რიბეეკმა გააკეთა ჩანაწერი გემის ჟურნალში, რომელშიც ნათქვამია, რომ ყურძენმა მოიტანა პირველი ღვინო. 

აქ პირველი დამსახლებლები იყვნენ ჰოლანდიელები, ხოლო შემდეგ ჩამოვიდა ბევრი პროტესტანტი ევროპიდან, უპირველეს ყოვლისა, ჰუგენოტები საფრანგეთიდან, რომლებმაც ჩამოიტანეს ფრანგული ყურძნის ჯიშები. მათ აქ ჰოლანდიური ენიდან გამომდინარე ბურებს ან მიწათმოქმედ - ფერმერებს ეძახდნენ. თავიდან ღვინო მხოლოდ ადგილობრივად გამოიყენებოდა, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან - ფილოქსერის და ბურებისომების (ინგლისს არ შეეძლო დარჩენილიყო უყურადღებოდ მშვენიერი ტერიტორიის მიმართ, სადაც ჩერდებოდნენ ინდოეთისკენ მიმავალი გემები).

ღვინის წარმოება, მისი ექსპორტი და სამხრეთ აფრიკული ღვინის უცხოეთში გატანა ისევ დაიწყო აპარტეიდის დამხობის შემდეგ, XX საუკუნის 1990 - იანი წლების დასაწყისში. საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში სამხრეთ აფრიკული ღვინის წარმოების კონტროლის დიდ წილს  ფლობდა.

პოპულარული ღვინოები

49
ალექსანდროული - მუჯურეთული

ალექსანდროული - მუჯურეთული

წითელი მშრალი

17.59
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი