როგორ შევუხამოთ მშრალი საფერავი კარტოფილთან ერთად ჩაშუშულ ღორის ხორცს

21 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

როგორ შევუხამოთ მშრალი საფერავი კარტოფილთან ერთად ჩაშუშულ ღორის ხორცს

როგორ შევუხამოთ მშრალი საფერავი კარტოფილთან ერთად ჩაშუშულ ღორის ხორცს

კარტოფილთან ერთად ჩაშუშული ღორის ხორცი არის ევროპული კულინარიის ერთ - ერთი კლასიკური კერძი, რომელსაც მრავალმხრივი ვარიაციები გააჩნია. ამჯერად გთავაზობთ ამ კერძის ყველაზე ცნობილ და გავრცელებულ ვარიანტს. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ასეთი კერძი დაძველებულ წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად ფანტასტიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ინგრედიენტები :

  • ღორის ხორცი - 1 კგ;
  • ხახვი - 0.5 კგ;
  • ტომატპასტა - 70 გ;
  • ქინძი - 50 გ;
  • კარტოფილი - 0.7 კგ;
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;
  • შაქარი - 0.03 კგ;
  • ნიორი - 30 გ;
  • მარილი;
  • წიწაკა.

 

მომზადების წესი:

ღორის ხორცი დავჭრათ და შევბრაწოთ. თუ მიიკრო, ცოტაოდენი წყალი დავასხათ. 5 წუთში დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ერთად ვშუშოთ თავდახურული. როცა ხორცი დარბილდება, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთლები და წიწაკა, დავასხათ წყალი, რომ ხორცი და კარტოფილი დაფაროს და ქვაბს დავახუროთ საფარებელი. ტომატპასტა გავხსნათ წყალში და დავუმატოთ შაქარი.

წვრილად დავჭრათ ნიორი და ქინძი. კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშება, დავაყაროთ მარილი, დავასხათ ტომატპასტა და საჭიროებისამებრ დავასხათ მდუღარე წყალი სასურველი კონსისტენციის მისაღებად. ვხარშოთ მომზადებამდე. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი და ქინძი.

კახური საფერავი ამკერძთან შესანიშნავ წყვილს შექმნის

ღვინის შეხამება:

ტრადიციული ქართული მეთოდით მშრალად დაყენებული ქვევრის საფერავი ამ კერძს იდეალურად შეეწყვილება. თუმცა, აქცენტს მხოლოდ ქვევრის ღვინოზე ნუ გააკეთებთ. ღორის ხორცის ცხიმოვნებას და ექსტრაქტულობას კახური საფერავი შესანიშნავად დააბალანსებს და ჯიშურ ღირსებებსაც ბოლომდე შეინარჩუნებს. ჩვენი ღვინის ინტერნეტ - მაღაზიიდან კარტოფილთან ერთად ჩაშუშულ ღორის ხორცთან მარან "ანაგას" 2015 წლის მოსავლის საფერავს, "სანავარდოს მარნის" ასევე 2015 წლის მოსავლის მშრალ საფერავს და "ზანგაურას" 2013 წლის მოსავლის მუხის კასრში დავარგებულ საფერავს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.

 

პოპულარული ღვინოები

57.96
აის ვაინი კახური მწვანე

აის ვაინი კახური მწვანე

ტკბილი ღვინო

7
ფიროსმანი

ფიროსმანი

თეთრი ნახევრად მშრალი

9.95
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი