გაიცანით ადამიანი, რომელმაც საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღადგინა

01 დეკემბერი, 2016წ

გაზიარება

გაიცანით ადამიანი, რომელმაც საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღადგინა

გაიცანით ადამიანი, რომელმაც საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღადგინა

საქართველოში მუხის კასრების წარმოება აღდგა. ვასიკო კალანდაძე პროფესიით იურისტია. მან შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით, მივიწყებული დარგი აღადგინა და გურჯაანში მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო შექმნა.

ვასიკო კალანდაძემ  დიდი ხნის წინ გაიგო, რომ გურჯაანში მიტოვებული მექანიკური ქარხანა არსებობდა, სადაც საბჭოთა დროს მუხის კასრებს ამზადებდნენ . მან ძველი საწარმოს აღდგენა და მისი განახლება გადაწყვიტა. 2013 წელს, სატელივიზო რეკლამიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ შეიტყო, თანამოაზრეები შემოიკრიბა და დაიწყო ის საქმე, რომელმაც, როგორ თვითონ აღნიშნავს, ცხოვრებისადმი მეტი ინტერესი გაუჩინა. მისი განცხადებით, მუხის კასრების წარმოება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ეკონომიკურადაც ეხმარება და სამსახურში მისვლაც უხარია.

სააქციო საზოგადოება „პროფესიონალი მეღინეობის პროდუქტებმა“, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, შეღავათიანი სესხი 550 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, 2013 წელს მიიღო. ვასიკო კალანდაძე ახალი კასრის წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე ვარ შეძლებდა (კედლებიც არ იყო შემორჩენილი, რის ბაზაზეც საწარმო აშენდა). მას თავიდან მხოლოდ კასრების აღდგენაზე ჰქონდათ გათვლა,  მაგრამ კრედიტის დაფინანსებამ საშუალება მისცა, რომ ახალი კასრები ეწარმოებინა.

ვასიკო კალანდაძე აღნიშნავს, რომ ქართული მუხის კასრი ექსპორტზე წელს პირველად გაიტანეს გერმანიაში და ამის გაკეთებას მომავალშიც გეგმავენ. საწარმოში მუშაობა სეზონურია, რადგან ღვინო როდესაც "დავარგდება", მაშინ სჭირდება კასრში დაძველება. სწორედ მაშინ იწყება გაყიდვების გაზრდაც შპს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტებისთვის“.

კალანდაძე სიამაყით ჰყვება, რომ მასთან 15 ადამიანია დასაქმებულია და აღნიშნავს, რომ სანამ წარმოებას დაიწყებდნენ, სპეციალურად წავიდა ესპანეთში, ამ საქმის მცოდნე ადამიანის ჩამოსაყვანად, რათა ადგილობრივებისთვის ეს ხელობა ესწავლებინა. ესპანეთიდან ჩამოიყვანა გამოცდილი მუხის კასრების მწარმოებელი, შემოიკრიბა 18-20 წლის ბიჭები და ეს საქმე ასწავლა. როგორც თვითონ აღნიშნავს, დარგის განვითარებისთვის, ახალგაზრდების ჩართულობა აცულიებელია, მეორეს მხრივ, ახალგაზრდებს შანსი უნდა მიეცეთ, საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

საწარმოში 630 000 აშშ დოლარის სრული ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 550 000 აშშ დოლარს შეადგენს. სამომავლოდ ბატონი ვასიკო აპირებს, რომ კასრი, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება ღვინის შესანახად, სხვადასხვა დიზაინის დეკორატიულ ავეჯად აქციონ.

პოპულარული ღვინოები

14
კაბერნე - საფერავი

კაბერნე - საფერავი

წითელი მშრალი

26
კაბერნე

კაბერნე

წითელი მშრალი

22.7
ბოთლის ვაკუუმ საცობი (6 ცალი)

ბოთლის ვაკუუმ საცობი (6 ცალი)

13.9
ცქრიალა თეთრი ნახევრად მშრალი

ცქრიალა თეთრი ნახევრად მშრალი

53.95
საფერავი დეკანტერისთვის

საფერავი დეკანტერისთვის