რას წერდა დავით კლდიაშვილი კარგად მოვლილ ვენახზე და ხარისხიან ღვინოზე - ნაწყვეტი მოთხრობიდან "ქამუშაძის გაჭირვება"

11 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

რას წერდა დავით კლდიაშვილი კარგად მოვლილ ვენახზე და ხარისხიან ღვინოზე - ნაწყვეტი მოთხრობიდან "ქამუშაძის გაჭირვება"

რას წერდა დავით კლდიაშვილი კარგად მოვლილ ვენახზე და ხარისხიან ღვინოზე - ნაწყვეტი მოთხრობიდან "ქამუშაძის გაჭირვება"

მთელს საქართველოში და მათ შორის, იმერეთშიც თუ როგორი მნიშვნელობა ქონდა კარგად მოვლილ ვენახებს და ხარისხიან ღვინოს, - ამას დიდი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის ტესტებში არა ერთხელ შევხვედრილვართ. მწერალს მოთხრობა "ქამუშაძის გაჭირვებაში" განსაკუთრებით კარგად აქვს აღწერილი, თუ როგორ აცნობს ახალ რძალს დედამთილი ოჯახის ქონებას და როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვინის სიუხვესა და კარგ ვენახს. ღვინის მოყვარული ადამიანები ამ სიტყვებს ემოციის გარეშე ალბათ ვერ წაიკითხავენ: 

"აქანაი, შვილო, ჭურები გვაქვს, – ანიშნა მან ხის ქვეშ ყავრებით გადაფარებულ შეყრილ მიწაზე. ამ ყავრებს უნდა დაეფარა, რომ წვიმის დროს წყალი არ ჩასულიყო ჭურებში… – იცოცხლე, შვილო, ამ ჭურებში შარშან ღვინოები ჩაისხა!.. საპალნე რატომ ოცი მანეთიც არ ღირდა, ისეთი რამ მშვენიერი იყო… აძლიეს კიდევაც თექვსმეტი მანეთი, მეტსაც მისცემდნენ, მარა არ შეელია… ძნელი შესალევია, შვილო… კაი ღვინო ოჯახის დამამშვენებელია… წრეულსაც, იმედია, ღმერთი უფრო უკეთესს მოგვცემს… ღვთის მადლით, ვენახი კარგი გვაქვს, თუ არა შენი ლამაზი თვალებით ნახავ ეხლავე… ისეთი მტევნები ასხია, თითოსაგან რატომ ბოთლი ღვინო არ გამოიწურება…

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკვირინემ მაინც არ ჩაახედვინა რძალს სასიმინდეში, ქვეით ჩაატარა და ვენახში გადაიყვანა. ეს ადგილი, სულ ცოტა რომ ვთქვათ, იქნებოდა ნახევარი ქცევა. ვენახი კარგად გამოწმენდილი და მოვლილი იყო; ფოთოლზე ეტყობოდა, რომ ნაწამლიც იყო შაბიამანით; აქა-იქ ფილოქსერის ნამოქმედარიც ეტყობოდა – ამოჭმულივით იყო გამხმარი ვაზის ამონათხარ ადგილებზე. ვაზს მართლა კარგად ესხა, მარცვალიც კარგი იყო, მაგრამ ერთის კი არა, ვერც ოცი მტევნის გამონაწური გაავსებდა ბოთლსა, რადგან მტევნები პატარები იყო.

– ოჰ, რა ღვინო იცის ამან, რა ღვინო! ამას შეხედე ერთი! რას ჰგავს, რას! – აღტაცებითო გაიძახოდა ეკვირინე. – მე და დედაშენი ერთი ისე თავისუფალ დროს, ცალკე, უნდა დავთვრეთ ამის ღვინით, ჩემო სონია! უსათუოდ, ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა მოხუცებულმა. – და შენც, შენც ჩვენთან… – შენც უნდა გამოიმეტო თავი!".

 

პოპულარული ღვინოები

20.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

13.95
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

9.95
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი