ისტორიაში ცნობილი დიქტატორების საყვარელი სასმელები

08 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

ისტორიაში ცნობილი დიქტატორების საყვარელი სასმელები

ისტორიაში ცნობილი დიქტატორების საყვარელი სასმელები

ისტორიაში ცნობილი დიქტატორების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელი არის მათი ტკბობა ფუფუნებითა და ექსტრავაგანტური ცხოვრების წესით იმ დროს, როცა უბრალო ხალხი შიმშილითა და სიღატაკით იტანჯება. საარაკოდ ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელების სიყვარულიც მათი დაუცხრომელი წყურვილის ერთ-ერთი მხარეა.

კიმ ჩენ ირს, ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს, სხვა­დასხვა ახირება ჰქონდა. მაგალითად, სასმლიდან ამჯობინებდა კონიაკ "ჰენესის", რომელზეც სახელმწიფო ხაზინიდან ყოველ წელს 1 მლნ დოლარზე მეტი იხარჯებოდა.

ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი დაუნდობელი ადამიანი კი არ იყო მხოლოდ, ისლამის მოთხოვნებსაც არღვევდა, ძირითადად, ალკოჰოლის მიღებით. მისი საყვარელი სასმელი იყო წითელი ღვინო "Mateus Rose".

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის სამუშაო მაგიდაზე, სასახლიდან მისი გამოძევების შემდეგ, იპოვეს მისი საყვარელი ვისკი "Johnie Walker Black Label".

რუმინელი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ გარდაცვალებამდე ტკბებოდა შამპანურით "Chivas Regal".



ჩინეთის სოციალისტური პარტიის დამაარსებელ მაო ძედუნს, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს, ჰყვარებია ჩინური ლიქიორი "მაოტაი".

კუბის ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროს არა მხოლოდ სიგარები უყ­ვარს, ასევე სიამოვნებით სვამს მოჰიტოს და "Vuba Libre" - ს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ კასტროს კარგი შოტლანდიური ვისკიც უყვარს.

ზიმბაბვეს მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ თავის 85-ე წლისთავზე 2 ათასი ბოთლი შამპანური "Bollinger და Moet & Chandon" შეუკვეთა.

სტალინი ყოველთვის სთავაზობდა თავის სტუმრებს არაყს, თუმცა თვითონ ალკოჰოლზე უარს ამბობდა, რათა ფხიზელს მიეღწია სასურველი შედეგისთვის. ისე კი, მოცალეობის ჟამს, არყის გარდა, უყვარდა ნახევრად ტკბილი ქართული ღვინო "ხვანჭკარა".

 


 

პოპულარული ღვინოები

18.2
ქისი რქაწითელი

ქისი რქაწითელი

22.95
მწვანე კახური

მწვანე კახური

თეთრი მშრალი

10.5
ალაზნის ველი წითელი

ალაზნის ველი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი