ქართველი მეღვინეები ამაყობენ თავიანთი უძველესი ტრადიციით

27 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

ქართველი მეღვინეები ამაყობენ თავიანთი უძველესი ტრადიციით

ქართველი მეღვინეები ამაყობენ თავიანთი უძველესი ტრადიციით

საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, მაგრამ რამდენიმე თვის წინ თბილისთან ახლოს აღმოჩენილმა მასალებმა წამოჭრა საკითხი იმის შესახებ, რომ ეს ქვეყანა შესაძლოა ღვინის დაბადების ადგილი იყოს.

იმისთვის რომ საქართველოს ღვინის წარმოების კულტურა ახლოს გავიცნო, კახეთში მივდივარ. 

კახეთი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარებს, რომელიც თავისი ღვინის კულტურითა და ულამაზესი ვენახებითაა ცნობილია. ჩვენ კახეთში მეღვინე შალვა ჯამასპიშვილის ოჯახს ვესტუმრეთ, რომელმაც თავის მეუღლესთან, ხათუნასთან ერთდ მანავში  ვენახი გვაჩვენა. როგორც წყვილი ამბობს, ეს საქმე მათ 14 წლის წინ დაიწყეს.

ვენახი მთავარი გზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და იქამდე მისასვლელად ოღრო-ჩოღრო გზების გავლა გვიწევს. გზაში მეცხვარეები და მათი ძაღლები გვხვდებიან. ბოლოს საშუალო სიმაღლის ადამიანის ზომის ჯვარს ვხედავთ. ირკვევა რომ, ეს ჯვარი აქ შალვამ და ხათუნამ დადგეს, რათა თავიანთი ვენახი დაიცვან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამით მათი ვენახი უფრო მეტად გაიხარებს.

ახლა ვენახში ძალიან მცირე რაოდენობის ყურძენია შემორჩენილი. ზაფხული დასრულდა და რთველმაც ჩაიარა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ როგორ გადაიქცა უბრალო ჰობი სრულყოფილ ბიზნესად. შალვა და მის მიერ დასაქმებული ხალხი 12 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს უვლიან და საფერავის ჯიშის წითელ ღვინოს ამზადებენ. მეღვინეობა შალვა ჯამასპიშვოლის ოჯახისთვის ტრადიციული საქმიანობა იყო წლების განმავლობაში. მისი წინაპრებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს ისინი თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. სწორედ ოჯახის ტრადიციამ შთააგონა მეღვინეს, რომ სოფელში დაბრუნებულიყო და ვენახი გაეშენებინა.

შალვა ჯამასპიშვილი პროფესიით ინჟინერია. მან ღვინის წარომების ტექნოლოგია თვითონვე ისწავლა. როგორც მეღვინე ამბობს, თავდაპირველად მიწის დამუშავება საკმაოდ რთული პროცესი იყო, თუმცა, შემდეგ ეს მის საყვარელ საქმიანობად იქცა. სამომავლოდ შალვას აქ სახლის აშენება აპირებს, რათა ადგილზე უფრო მეტი დრო გაატაროს.

შალვა ჯამასპიშვილის საუბარს ვუსმენთ და ნათელი ხდება, რომ ამ ყველაფრით ის ძალიან ამაყობს. როგორც თვითონ ამბობს, ის როგორც საკუთარ შვილებს ისე უვლის ვენახსაც. მეღვინე საქართველოში ბოლო დროს აღმოჩენილი მასალებით ბედნიერია და ის დიდი ხნის წინ იყო დარწმუნებული, რომ მეღვინეობა ქართველების გენში ზის. მეღვინე იმასაც ამბობს, რომ ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა ქართული ღვინო უფრო პოპულარული გახადოს.

მასალა მომზადებულია შვეიცარელი ჟურნალისტის, სიმონე ჰერმანის მიერ.

პოპულარული ღვინოები

34.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

11.3
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი