როგორ მივირთვათ საქონლის ხორცის რულეტი ქართლის თავკვერთან ერთად

24 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

როგორ მივირთვათ საქონლის ხორცის რულეტი ქართლის თავკვერთან ერთად

როგორ მივირთვათ საქონლის ხორცის რულეტი ქართლის თავკვერთან ერთად

ცხადია გურმანებისთვის საქონლის ხორცის რულეტი უცხო კერძი არ არის, მაგრამ ეს რეცეპტი სწორედ მათთვისაა განკუთვნილი. ამ კეძის მომზადებისას ხორცი რბილი და წვნიანი გამოდის, ხოლო ყველის გულსართი საოცრად გემრიელი. ვფიქრობთ, მისაყოლებლად საქონლის ხორცის რულეტს ღვინოც გამორჩეული სჭირდება. 

ინგრედიენტები:

საქონლის რბილი ხორცი - 1 კგ;

მაგარი სახეობის ყველი - 200 გ;

ტომატის წვენი - 400 მლ;

ხახვი - 1 ცალი;

თეთრი მშრალი ღვინო - 3 ს/კ;

კვერცხი - 2 ცალი;

საფანელი - 3 ს/კ;

ოხრახუში - 0,5 ჩ/კ დაჭრილი;

ნიორი - 2 კბილი;

ბაზილიკი - 0,5 ჩ/კ;

ორეგანო - 0,5 ჩ/კ;

მარილი და პილპილი.

მომზადების წესი:

ხახვი ნახევარწრეებად, ხოლო ნიორი პატარა კუბიკებად დაჭერით. დაჭრილ მასას  შემდეგი ინგრედიენტები დაუმატეთ: მარილი, საფანელი, ოხრახუში, ბაზილიკი და ორეგანო. ნივრის მასას კვერცხი დაუმატეთ. დაბოლოს, ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ. 

ამასობაში ყველი გახეხეთ და ნივრისა და კვერცხის მასა დაუმატეთ. პარალელურად საქონლის რბილი ხორცი ქსოვილების გასწვრივ გაჭერით. ზედ მარილი და პილპილი მოაყარეთ. ხორცზე მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ხორცი რულეტის მსგავსად დაახვიეთ და თოკით შეკარით. აიღეთ ღრმა ქვაბი. მასზე დაჭრილი ხახვი დაყარეთ და ზემოდან რულეტი მოათავსეთ. ქვაბში მცირეოდენი ტომატის წვენი და ღვინო ჩაასხით. ქვაბს ფოლგა გადააფარეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 საათის განმავლობაში მოათავსეთ. დაბოლოს, მზა ხორცის რულეტი გააგრილეთ, თოკი მოაცალეთ და ნაჭრებად დაჭერით. 

საქონლის ხორცის რულეტს ქართლის თავკვერი შეეხამება

ღვინის შეხამება:

ყველთან ერთად მომზადებულ საქონლის ხორცის ორიგინალურ და გემრიელ რულეტს, ქართლის ცნობილი, მშრალად დაყენებული წითელი ღვინო "თავკვერი" შეეხამება. მრავალმხრივი გემოს მქონე და დაბალანსებული წითელი თავკვერი რულეტის ცხიმიანობას კარგად შეიწოვს. ჩვენი ინტერნეტ მაღაზიიდან საქონლის ხორცის რულეტთან მისაყოლებლად მარან “გუდას“ 2016 წლის მოსავლის თავკვერს, “ბაქარ ნარსიას“ მარნის შარშანდელი მოსავლის თავკვერს და “თედოს მარნის“ 2015 წლის მოსავლის ქვევრის საფერავს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.