ALLWINE.GE 19 ნოემბრის ჩათვლით 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

16 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

ALLWINE.GE 19 ნოემბრის ჩათვლით 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

ALLWINE.GE 19 ნოემბრის ჩათვლით 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

ინტერნეტ მაღაზია და მედია პორტალი ALLWINE.GE 19 ნოემბრის ჩათვლით გთავაზობთ კომპანია "კასრელის" ღვინოებზე 20% -იან ფასდაკლებას. მთელი კვირის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ allwine.ge-ს ინტერნეტ მაღაზიაში  შეიძინოთ კომპანია "კასრელის" 2016 წლის მოსავლის ქვევრის ღვინის საერთაშორისო ოქროს მედალოსანი ღვინოები: ჩიტისთვალა, მცივანი და ქისი

ჩიტისთვალა - ქარვისფერი, გაუფილტრავი ღვინო. დამზადებულია თეთრი (კახური) ჩიტისთვალას, ქისის და რქაწითელის ჯიშების ყურძნის სეპაჟით, ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში. ქლიავის, მსხლის და თეთრი ყვავილების არომატებით. ჯილდო - ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი. მოყვანილია, წარმოებული და ჩამოსხმული მარანი „კასრელი“-ს მიერ კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში.

მცივანი - ქარვისფერი, გაუფილტრავი ღვინო. დამზადებულია კახური მცვივანის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში. გარგარის, ნუშის და ატმის არომატებით. ჯილდო - ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ვერცხლის მედალი. მოყვანილია, წარმოებული და ჩამოსხმული მარანი „კასრელი“-ს მიერ კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში.

ქისი - ქარვისფერი, გაუფილტრავი ღვინო. დამზადებულია ქისის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში; ინტენსიური ატმის, ქლიავის და ჩირის არომატებით. ჯილდო - ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ბრინჯაოს მედალი. მოყვანილია, წარმოებული და ჩამოსხმული მარანი „კასრელი“-ს მიერ კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში.