BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

14 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩიენს. აღმოჩენილ თიხის ქილებზე ღვინის შემადგენელი ნაწილები ნალექის სახით არის შერჩენილი. მეცნიერების თქმით, ჭურჭელი დაახლოებით 8. 000 წლის წინანდელია.

ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლეობით 7. 000 წლის წინანდელია. დღეს, ამ ფაქტზე მსოფლიოს არაერთი პოპულარული პერსა და საინფორმაციო საშუალებები საუბრობენ. უძველესი ღვინის ჭურჭლის აღმოჩენას BBC ეხმაურება და მის მთავარ გვერდზე სტატიას აქვეყნებს სათაურით ” 'World's oldest wine' found in 8,000-year-old jars in Georgia”

გამოცემის ცნობით, ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8. 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს. 

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ევრაზიული ველური ყურძნის, კონკრეტულად კი, ველური ვაზის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი ფაქტი -განაცხადა ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტივენ ბატიუკიმ BBC საუბრისას. მისივე თქმით, დიდი ალბათობით 8.000 ათასი წლის წინათაც საღვინე ჭურჭლად  ქვევრი გამოიყენებოდა.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორქთქიფანიძის კომენტარსაც ,რომელიც ამ კვლევას სათავეში ედგა - ”დიდი დოქები ძალიან ჰგავს იმ უძველეს ჭურჭელს, რასაც ქვევრი ჰქვია და რომელიც ძველ დროსიც და ახლაც ღვინისთვის გამოიყენება. 

არქეოლოგთა გუნდი აღნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია ჭურჭელში უბრალოდ ყურძენი ყოფილიყო შენახული, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ამის ალბათობა ნაკლებია, რადგან თავად ჭურჭლის ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ მასში სითხე ინახებოდა და, გარდა ამისა, მხოლოდ ყურძნის შენახვის შემთხვევაში, ის გაქრებოდა კვალის დატოვების გარეშე. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი ხელშესახები ნიშანი იმისა, რომ ამ ჭურჭელში უბრალოდ ყურძნის წვენი ინახებოდა, რადგან წვენი სულ რამდენიმე დღის განმავლობაში იწყებს ფერმენტაციას.

წაიკითხეთ ასევე