"თელიანი ველი" - ღვინის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია და ლეგენდა მოსსანოს შესახებ

22 ნოემბერი, 2016წ

გაზიარება

"თელიანი ველი" - ღვინის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია და ლეგენდა მოსსანოს შესახებ

"თელიანი ველი" - ღვინის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია და ლეგენდა მოსსანოს შესახებ

სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან.

მოსსანო საქართველოში 9 წელი მოღვაწეობდა. მან პირველად შემოიღო საქართველოში ადგილობრივი ჯიშის ყურძნებისაგან ევროპული ტიპის ღვინის დაყენების წესი. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოიტანეს და გააშენეს სხვადასხვა ფრანგული ყურძნის ჯიშები. უცხო ჯიშებისგან განსაკუთრებით თელიანის ველზე გაშენებულმა კაბერნე-სოვინიონმა ივარგა, რომლისგანაც მოსსანომ ღვინო “თელიანი” დაამზადა. პირველი ბოთლი ღვინო იმპერატორს გაუგზავნა პეტერბურგში. ბოთლს თეთრი ფურცელი ჰქონდა მიკრული, წარწერით “კაბერნე-სოვინიონი, თელიანის ველიდან 1893, ანტუან მოსსანო”.

ღვინომ საიმპერატორო წრეში დიდი მოწონება დაიმსახურა. ისე გამოვიდა, რომ სწორედ მოსსანომ და “თელიანმა” კახეთის ნოყიერ მიწაზე მდებარე ამ პატარა ველს, სახელი საქვეყნოდ გაუთქვეს.

წინანდლის ძველ მარანში დღესაც შეხვდებით სხვადასხვა მოსავლის “თელიანს” და მოსსანოს მიერ შექმნილ სხვა ქართულ-ფრანგულ ღვინოებსა და კონიაკს...

პირველი “თელიანი”-ს მოსავლის შემდეგ უკვე საუკუნეზე მეტიც გავიდა, ლეგენდა მოსსანოს შესახებ კი თითქოს გაფერმკრთალდა. თუმცა, ერთი რამ მაინც უცვლელი დარჩა, ეს არის “თელიანი ველი”, რომლის სახელითაც საუკუნეზე მეტია, იქმნება ქართული ღვინო ...

პოპულარული ღვინოები

5
თეთრი მშრალი

თეთრი მშრალი

თეთრი მშრალი

18.65
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

32
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

წითელი მშრალი

11.5
რეზერვი ნახევრადტკბილი

რეზერვი ნახევრადტკბილი