"შუმი" - ღვინოების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი საქართველოში

22 ნოემბერი, 2016წ

გაზიარება

"შუმი" - ღვინოების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი საქართველოში

"შუმი" - ღვინოების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი საქართველოში

კომპანია „შუმი“ მდებარეობს სოფელ წინანდალში, მთავარი გზიდან დაახლოებით 30 მეტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გვერდით. ეზოში გამართულია ეთნოგრაფიული კუთხე ძველი ქვევრებითა და ვენახის ინვენტარით, აქვეა საკოლექციო ვენახი (300-მდე ქართული და 92 უცხოური ვაზის ჯიში), სადაც იშვიათი ქართული ჯიშებია გაშენებული, ასევე მუზეუმი, სადაც გამოფენილია საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი უძველესი საღვინე ჭურჭელი. „შუმი“ ღვინოების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია საქართველოში. ტურის დროს შესაძლებელია ვენახისა და მუზეუმის დათვალიერება, მონაწილეობის მიღება რთველში. ღვინის დეგუსტაციის დროს ტურის მონაწილეები ოთხი სახის ღვინოს დააჭაშნიკებენ.