ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი 54%-ით  გაიზარდა

30 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი გაიზარდა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პოლონეთი მოხვდა. ბოლო მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში პოლონეთში 186 985 2 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა.

ღვინის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა საფრანგეთსა და გერმანიაში. სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

გერმანია -   28%  (286156 ბოთლი)

საფრანგეთი - 321%  (96790 ბოთლი)

უკრაინა -   54%  (5322683 ბოთლი)

პოლონეთი -   14%  (1869852 ბოთლი)

ლატვია -   36%  (1141778 ბოთლი)

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში 52,7 მლნ ბოთლი  ღვინოა ექსპორტირებული, რაც  გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს  63%-ით  აღემატება.  საანგარიშო პერიოდში 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა  ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს  55%-ით აღემატება.

ამასთან, მსოფლიოს 22  ქვეყანაში  11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდია  ექსპორტირებული, რაც  2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება.  სულ  25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდია  ექსპორტირებული.  მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  84%- ს აღწევს.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები  საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.  ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.

პოპულარული ღვინოები

26.52
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

19
თეთრი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 410 მლ.

თეთრი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 410 მლ.