რა შეცვალა  ვაზისა და ღვინის შესახებ მიღებულმა კანონმა ქართულ მეღვინეობაში

24 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

რა შეცვალა ვაზისა და ღვინის შესახებ მიღებულმა კანონმა ქართულ მეღვინეობაში

რა შეცვალა ვაზისა და ღვინის შესახებ მიღებულმა კანონმა ქართულ მეღვინეობაში

გასულ წელს, ზაფხულში, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საბოლოო მოსმენით ”ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოქმედ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 

როგორც ღვინის სპეციალისტები ამბობენ, კანონპროექტის მიღება    საქართველოში  მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის    მეტად  მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის ისტორიული,  კულტურული  და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგია. ”ვაზისა და ღვინის” შესახებ კანონი 1998 წელს მიიღეს და მასში მნიშვენლოვანი ვცლილებები 2002 წლის შემდეგ არ განხორციელებულა. საჭირო გახადა  ტერმინოლოგიის ევროკავშირისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის  (OIV) კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაც. 

კანონს დაემატა ისეთი ტერმინები, როგორიცაა ”ქვევრის ღვინო”, ”ქარვსიებრი ღვინო”, ”აისვაინი”, ”ვაზის გენეტიკური რესურსები” და სხვა. ასევე, შინაარსობრივად დაიხვეწა და  ტექნიკურად დამუშავდა ის განმარტებები, რომლებიც კანონის ცალკეული დებულების ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძელოდნენ. პარალელურად, კანონიდან ამოიღეს საკმაოდ მოძველებული ტერმინები -  „ვაზის ჯიშების სტანდარტული ასორტიმენტი“ და აღნიშნული ტერმინის ნაცვლად,  შემოვიდა „სამრეწველოდ ნებადართული ჯიშების ჩამონათვალი”. დადგინდა  ზონებისა და ქვეზონების მიხედვით „რეკომენდებული ვაზის ჯიშების“ ჩამონათვალი.  ახლებურად განისაზღვრა სპირტიანი სასმელების კატეგორიებიც და მათი წარმოების წესებიც.

ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი სულ უფრო იზრდება, რაზედაც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყევლებს. ექსპორტის განსაკუთერბული მატება ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში, ლატვიასა და    ამერიკის შეერთებულ შტატებში შეინიშნება, ხოლო საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი  თითქმის   ხუთჯერაა    გაზრდილი.