ღვინის რომელი მწარმოებლები გამოარჩიეს სტუმრებმა "ქართული ღვინის ფესტივალზე"

16 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

ღვინის რომელი მწარმოებლები გამოარჩიეს სტუმრებმა "ქართული ღვინის ფესტივალზე"

ღვინის რომელი მწარმოებლები გამოარჩიეს სტუმრებმა "ქართული ღვინის ფესტივალზე"

15 ოქტომბერს თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანზე, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. ALLWINE.GE-სა და „მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით წელს შარდენის მოედანზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" პირველად გაიმართა. ამ ღონისძებამ ღვინის მრავალი მოყვარული ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი დააინტერესა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალი ცნობილი და პოპულარული ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია. უფრო კონკრეტულად კი ის კომპანიები, რომელთა პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში თანდათან იზრდება. ფესტივალზე დასწრება და ღვინის სასურველი ნიმუშების დაგემოვნება, ტრადიციულად, უფასო იყო.    ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ყოველგვარი საშვებისა და ბილეთების გარეშე ხდებოდა.

 ეს ღვინის ფესტივალი ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ღვინის ასორტიმენტის მიხედვით არ ზღუდავდა    და შარდენზე შეკრებილ ღვინის მოყვარულებს ძველი და დავარგებული ღვინის დალევაც შეეძლოთ.

ღვინის ფესტივალში მონაწილე მრავალი ადამიანი საუბრობდა ახალი ფესტივალის ორგანიზატორების დამსახურებაზე  -  პირველ ყოვლისა იმაში, რომ საქართველოში ღვინის ფესტივალების კულტურა ინერგება.

გოგა ხმალაძე, თბილისის მკვიდრი: “დღეს ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს და მუხიანიდან აქამდე ძლივს ვნახე ცარიელი სამარშრუტო ტაქსი, სადაც ასვლა შეიძლებოდა. შვილების წამოყვანაც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, უტრანსპორტობამ შემიშალა ხელი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ საოცარი ღონისძიების ორგანიზატორებს. სულ გაფაციცებული ველოდები მსგავს ღონისძიებებს და მიხარია, რომ ბოლო დროს ღვინის ფესტივალები თბილისისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა”.

ახალ ფესტივალზე გამოჩნდა ღვინის რამდენიმე  ახალი კომპანია, რომელიც თანდათან იმკვიდრებს    ადგილს ქართული ღვინის ბაზარზე და ასეთი ფესტივალები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლეებია წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების მხრივაც. სიახლეებს ქართული ღვინის ფესტივალზე ყოველ წელს უნდა ველოდოთ, რადგან ფესტივალები, უპირველეს ყოვლისა, სიახლეებზეა ორინტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ფესტივალზე უმეტესწილად ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიების მიერ დამზადებული ღვინის ნიმუშები იყო წარმოდგენილი, ღვინით დაინტერესებული ადამიანები მცირე მარნებსა და ე.წ. საოჯახო ღვინის ავტორებსაც ნახავდნენ. ახალგაზრდა მეღვინის, გუჯა გოდერძიშვილის რქაწითელმა და საფერავმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი გურჯაანთან ახლოს, სოფელ ბაკურციხეში მდებარეობს. 100 წელზე მეტი ხნის მარანი მამას, ზაზა გოდერძიშვილსა და მის შვილებს: ელგუჯასა და ლევანს ეკუთვნით. გოდერძიშვილების ოჯახმა სულ რამდენიმე წელია, რაც ღვინის ბოთლში წარმოება დაიწყო და მათი ღვინოები, კახური ტრადიციული წესით, 6 თვიანი მაცერაცის მეთოდით დაყენებული რქაწითელიცა და წითელი მშრალი საფერავიც ღვინის მოყვარულებმა თბილისშიც და უკვე საზღვარგარეთად გაიცნეს.

ნახეთ ასევე:  "ჩვენს საფერავს დინჯ კახელ კაცს შევადარებდი.." - გაიცანით გოდერძიშვილების მარნის ღვინო (+ვიდეო)

გოდერძიშვილების საგვარეულო მარნის მიერ წარმოებული ღვინის ორი ნიმუშის შეძენა ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში შეგიძლიათ და თავად განსაჯეთ, გოდერძუშვილების ქვევრის საფერავისა და რქაწითელის ხარისხი. ამ მარნის 2015 წლის მოსავლის ქვვევრის საფერავის შეძენა 24.95 ლარად შეგიძლიათ, გასული წლის ქვევრის რქაწითელი კი 17.95 ლარად იყიდება.

ფესტივალზე წარმოდგენილთაგან, გამორჩეული აღიარება ხვდა წილად, კარდანახელი მეღვინეების მიერ წარმორგენილ გაუფილტრავ წარაფს. ღვინის მოყვარულთა ნაწილმა ეს ღვინო ფესტივალის საუკეთესო ღვინოდაც კი დაასახელა.

გიორგი ჯაფარიძე, ფესტივალის სტუმარი: ”ახლა წარაფში მოწეულ რქაწითელს ვსვამ და ამ შესანიშნავი ღვინით ის ხალხი მინდა დავლოცო, ვინც ეს ლამაზი დღე გვაჩუქა. თუ კაცს ღვინო უყვარს და აინტერესებს, ამაზე კარგი ადგილი საქართველოში, მე მგონი, არსად არ იქნება. შვილებთან ერთად ვარ აქ მოსული და კიდევ უფრო მეტი კარგი ღვინო ვნახე და დავაგემოვნე. ასეთი ღონისძიებები კვირაში ერთხელაც რომ იმართებოდეს, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ბუნებრივია მოსაწყენი და უინტერესო გახდებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს!”.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ქართველი მეღვინეები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ღვინის ფესტივალები და გამოფენები წინგადადგმული ნაბიჯია და ეს ჩვენი ღვინის ბიზნესს ნამდვილად წაადგებს. ფესტივალის მონაწილე თითქმის ყველა მეღვინე და ღვინის სპეციალისტი ამბობს, რომ როდესაც მსგავსი ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ იმართებოდა, ღვინის ფესტივალების ჩატარებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ.    დღეს, როდესაც იტალიაში - 8, გერმანიაში - 7, ესპანეთში - 10. საფრანგეთში კი 20-მდე სხვადახვა სახის ღვინის ფესტივალი ტარდება, ღვინის სამშობლოდ სახელდებულ საქართველოში, მსგავსი ღონისძიებების გამართვა საჭირო და აუცილებელია.

პოპულარული ღვინოები

35.8
სვირის კრახუნა

სვირის კრახუნა

თეთრი მშრალი

76.4
ღვინის ნაკრები EXPERIENCED (6 ერთეული)

ღვინის ნაკრები EXPERIENCED (6 ერთეული)

43.9
ფიროსმანი

ფიროსმანი

წითელი მშრალი