რატომ ვერ ახდენს ქვევრის ღვინოზე გავლენას მეინსტრიმული ცვლილებები

11 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

რატომ ვერ ახდენს ქვევრის ღვინოზე გავლენას მეინსტრიმული ცვლილებები

რატომ ვერ ახდენს ქვევრის ღვინოზე გავლენას მეინსტრიმული ცვლილებები

ღვინის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა ტერუარით, ტრადიციითა და ტექნოლოგიებით განისაზღვრება. საქართველოს ყურძნის ბევრი ჯიში გააჩნია. გარდა ამისა, ეს ქვეყანა ღვინის წარმოების ხანგრძლივი ისტორიით გამოირჩევა. თუმცა, ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ღვინის მომზადების მხრივ მიღწეული ტექნოლოგიური პროგრესი ღვინის გემოს ინტერნაციონალიზაციას იწვევს, რასაც ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული ღვინოების დიდმა ნაწილმა ფეხი უნდა აუწყოს, თუ მათ მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მიღწევა სურთ, რაც მეინსტრიმულ პროდუქტებში ტერუარისა და ტრადიციის ფასს ამცირებს. ღვინის ერთადერთი სახეობა, რომელზეც ამგვარი მეინსტრიმული ცვლილებები ზეგავლენას არ ახდენს, ქვევრის ღვინოა. 

ქვევრის ღვინის დამზადება უნიკალური ხელოვნებაა, რომელიც საქართველოში ტრადიციას წარმოადგენს და იგი სხვადასხვა გამორჩეული ელემენტის კომბინაციას ეყრდნობა, რის შედეგადაც, ღვინის სპეციფიკური სახეობა და გემო იქმნება. ეს ფაქტი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ იქნა აღიარებული. 2013 წლის დეკემბერში, ბაქოში გამართულ მე-8 სესიაზე აღნიშნულმა ორგანიზაციამ ქვევრის ღვინოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. UNESCO-ს დოკუმენტში ქვევრის ღვინო შემდეგნაირად არის აღწერილი: „მარტივი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ყურძნის საწნახელში დაწურვისგან, ყურძნის ტკბილის, კანის, ყუნწებისა და წიპწის ქვევრში ჩასხმისგან, ქვევრის დალუქვისგან და ამ ნაერთის 5-6 თვის განმავლობაში დაძველებისგან შედგება“.

მართალია, დასაფასებელია, რომ ქვევრის ღვინო კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული, მაგრამ ამგვარი აღიარება არ იცავს ქვევრის ღვინის წარმოებას იმიტაციისგან და, შესაბამისად, ეს არ არის საკმარისი მარკეტიგნისთვის. ეს სისუსტე UNESCO-ს მიერ მიღებული ზემოხსენებული დოკუმენტის მე-3 თავშიც არის აღიარებული („შემოთავაზებული დაცვის მექანიზმები“). ქვევრის ღვინის დამზადების მეთოდის განსაზღვრა, კლასიფიცირება და დაცვა მკაცრად არის რეკომენდებული, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცვლილების ნაწილი უნდა იყოს.

2015 წლის მარტში, ქვევრის ღვინის კლასტერი იქნა ინიცირებული, რომელშიც ქვევრის ღვინისა და ქვევრების მწარმოებლები გაერთიანდნენ. მათი მიზანია ქვევრის ღვინის წარმოების ერთობლივად განვითარება და გაუმჯობესება, მისი საერთაშორისო ბაზრებისთვის მომზადება, რათა კლასტერის თითოეულმა წევრმა მდგრადი და კარგი შემოსავალი მიიღოს, რის შედეგადაც ისინი ამ ბიზნესში დარჩენას შეძლებენ. 2016 წლის 25 თებერვალს კლასტერმა წესდება დაამტკიცა და ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა. 

პოპულარული ღვინოები

8.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

73
ხარება

ხარება

წითელი მშრალი

36.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

8
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

45
მანავის მწვანე (ქვევრი)

მანავის მწვანე (ქვევრი)

თეთრი მშრალი

16.95
საფერავი ალექსანდროული

საფერავი ალექსანდროული

წითელი მშრალი