გიორგი სამანიშვილი ჩინეთის ღვინის კულტურის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

20 სექტემბერი, 2017წ

გაზიარება

გიორგი სამანიშვილი ჩინეთის ღვინის კულტურის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი სამანიშვილი ჩინეთის ღვინის კულტურის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ჩინეთის ქალაქ ჩუნცინის ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.



ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ასევე ჩინური კულტურის ინსიტუტის "Chongqing changyu Institute of Wine Culture"-ის წარმომადგენლები. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ამ დღეებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ერთ-ერთ ქართულ ღვინის კომპანიასთან. მემორანდუმის თანახმად, ჩინეთში დაფუძნდება ქართული ღვინის საგანმანათლებლო ბაზა, რაც გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას ჩინეთში, სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დახმარებით.

სტუმრებმა დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობაში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი.