ბროწეულით შეხამებული ნიგვზიანი ლობიო რაჭულ “ხვანჭკარასთან“ ერთად

20 სექტემბერი, 2017წ

გაზიარება

ბროწეულით შეხამებული ნიგვზიანი ლობიო რაჭულ “ხვანჭკარასთან“ ერთად

ბროწეულით შეხამებული ნიგვზიანი ლობიო რაჭულ “ხვანჭკარასთან“ ერთად

ბროწეულით შეზავებული უგემრიელესი ნიგვზიანი ლობიო ძირითადად დასავლეთ საქართველოში პოპულარული კერძია, რომლის მომზადებაც ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეცეპტით ყველას შეგიძლიათ. ლობიოს რომ წითელი მსუბუქი ღვინო უხდება - ეს ამ კერძის მოყვარულებმა ალბათ კარგად იციან.

ინგრედიენტები:

ქინძი - 50 გ;

ბროწეული - გემოვნებით;

გატარებული ნიგოზი - 200 გ;

ლობიო - 400 გ;

ქონდარი - 10 გ;

ზეითუნის ზეთი - 30 მლ;

ძმარი - 10 გ;

ხმელი სუნელი - 30 გ;

ხახვი - 100 გ.

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარგად ლობიო, გადაწურეთ ზედმეტი წყალი, თუმცა არ გადაღვაროთ, შეინახეთ ნახარში.

მოხრაკეთ ხახვი ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ მოხარშული ლობიო, გატარებული ნიგოზი. დაუმატეთ ლობიოს ნახარში წყალი, ისე, რომ არ გაათხელოთ ლობიო, ჩაუმატეთ ყველა სანელებელი და შუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და ძმარი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეული და ქორფა ქინძი. შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება მჭადი.

რაჭული „ხვანჭკარა“ ნიგვზიან ლობიოს ძალიან კარგად შეეხამება

ღვინის შეხამება:

თუკი ბროწეულით შეზავებულ ნიგვზიან ლობიოს ცნობილ კუპაჟურ ღვინოს -  რაჭულ „ხვანჭკარას“ შევუხამებთ, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო და ორიგინალურ წყვილს მივიღებთ. 2-3 ჭიქა წითელი ღვინო ლობიოსთან დასავლეთ საქართველოში დღემდე შემორჩენილი გემრიელი ტრადიციის ნაწილია. სასურველია, ღვინო მაგიდაზე მიტანის დროს არ იყოს ცივი, რადგან „ხვანჭკარას“ გემური თვისებები ოდნავ შემთბარ მდგომარეობაში უკეთ გამოიკვეთება.  ჩვენს ღვინის ინტერნეტ-მაღაზიაში არსებული „ხვანჭკარას“ საუკეთესო ნიმუშებიდან,  კომპანია Chichi & Co-ს 2015 წლის მოსავლის „ხვანჭკარას“, „ხარებას“ გასული წლის მოსავლის „ხვანჭკარას“ და მარან „როიალ ხვანჭკარას“ ასევე გასული წლის მოსავლის „ხვანჭკარას“ გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge