საუკეთესო წყვილი - იმერული ცოლიკოური და პომიდვრის სოუსში მომზადებული თევზი

06 სექტემბერი, 2017წ

გაზიარება

საუკეთესო წყვილი - იმერული ცოლიკოური და პომიდვრის სოუსში მომზადებული თევზი

საუკეთესო წყვილი - იმერული ცოლიკოური და პომიდვრის სოუსში მომზადებული თევზი

წარმოგიდგენთ ზაფხულის კიდევ ერთ საუკეთესო კერძს, პომიდვრის სოუსში მომზადებულ თევზს, რომელსაც ვფიქრობთ, ადვილად მოამზადებთ. ამ უგემრიელეს კერძთან შესახამებელი ღვინის შერჩევა კი ჩვენ მოგვანდეთ.

ინგრედიენტები:

ბულიონი - 1 ჭიქა

პომიდორი საკუთარ წვენში - 1 ქილა

ხახვი - 1

ტკბილი წიწაკა, მწვანე 

ტკბილი წიწაკა, წითელი 

თევზის ფილე - 4 ულუფა

კარაქი - 4 ჩ.კ

მარილი და პილპილი

ოხრახუში

მომზადების წესი:

ხახვი  წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ტაფაზე. ჩავამატოთ დაჭრილი წიწაკა, წითელი და მწვანეც. ვშუშოთ 5 წუთი, შემდეგ დავამატოთ პომიდორი და ბულიონი. ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.

ამასობაში, თევზის ფილე დავჭრათ ულუფებად. ჩავალაგოთ სოუსში, ზემოდან კი კარაქის ნაჭრები დავადოთ. დავახუროთ თავსახური და 10 წუთი დავტოვოთ ცეცხლზე.

მზა კერძს მოვაყაროთ მწვანილი, მარილი, პილპილი და ბრინჯთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.

იმერული ცოლიკოური ამ კერძს საუკეთესოდ შეეხამება

ღვინის შეხამება:

თეთრი, მსუბუქი, ცოტა მაღალმჟავიანი იმერული ცოლიკოური ამ კერძს ბრწყინვალედ შეეხამება და თუკი ეს ღვინო სახლში ჯერ კიდევ არ გაქვთ, გირჩევთ ცოლიკოურის საუკეთესო ნიმუშები ჩვენს   ინტერნეტ-მაღაზიაში შეიძინოთ, სადაც თავადაც ნახავთ, რომ არჩევანი მართლაც რომ თვალსაჩინოა. პომიდვრის სოუსში მომზადებულ უგემრიელეს თევზთან ჩვენ „ავალიანის მარნის“ 2015 წლის მოსავლის ცოლიკოურს, „ბაქარ ნარსიას მარნის“ ასევე 2015 წლის მოსავლის ცოლიკოურს და „ზანგაურას“ გასული წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოურს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge

პოპულარული ღვინოები

10.85
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

62.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

47
იბერიული ხვანჭკარა

იბერიული ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

32
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

წითელი მშრალი

22.95
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი