გაიცანით ცნობილი მოვლენებისა და თარიღების უკვდავსაყოფად ჩამოსხმული სამარკო ღვინოები

01 სექტემბერი, 2017წ

გაზიარება

გაიცანით ცნობილი მოვლენებისა და თარიღების უკვდავსაყოფად ჩამოსხმული სამარკო ღვინოები

გაიცანით ცნობილი მოვლენებისა და თარიღების უკვდავსაყოფად ჩამოსხმული სამარკო ღვინოები

ბოლო წლებში ცნობილი ადამიანების მიერ სახელობითი ღვინის წარმოება მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა. დაწყებული პოლიტიკოსებით, დამთავრებული ცნობილი სპორტსმენებით, ვისაც კი სურვილი აქვს, ყველამ სახელობითი ღვინის ჩამოსხმა დაიწყო. აღარაფერს ვამბობთ სპორტულ კლუბებზე - ჩვენ ადრეც გაუწყეთ, რომ თითქმის ყველა კლუბს საკუთარი სამარკო ღვინო აქვს ჩამოსხმული.

მოდაშია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენისა და თარიღის აღსანიშნად შექმნილი ღვინოებიც. დაწყებული ბასტილიის აღებით,   დამთავრებული ამერიკის დამოუკიდებლობის დღით. სხვადასხვა თარიღებისადმი მიძღვნილი ღვინის ნიმუშები მთელს მსოფლიოში იყიდება, მაგრამ  განსაკუთრებული პოპულარობით, დიდი სპორტული მოვლენის პატივსაცემად ჩამოსხმული ღვინოები სარგებლობს.

მაგალითად, საფეხბურთო კლუბ „რეალს“ თავისი არსებობის განმავლობაში, 12 მატჩის უკვდავსაყოფად აქვს ღვინოები ჩამოსხმული, რომელთა ეტიკეტზეც მხოლოდ იმ მატჩების ანგარიში წერია. ანალოგიურად იქცევა კატალონიის „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“ და ევროპის სხვა პოპულარული კლუბები.

არგენტინაში კი ბუენოს აირესის ლეგენდარულმა კლუბმა - „ბოკა ხურნიორსმა“ ერთ-ერთ არგენტინულ ღვინის მწარმოებელ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან ღვინის კომპანია ვალდებულია მომდევნო 30 წლის განმავლობაში, „ბოკას“ მიერ მოსისხლე კლუბ „რივერ პლეიტზე“ ყოველი გამარჯვების აღსანიშნად ღვინო ჩამოასხას. ეს კლუბის იმიჯის ამაღლების გარდა, ცხადია არგენტინული ღვინის პოპულარიზაციასაც ემსახურება.

პოპულარული ღვინოები

8.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

27.95
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი

21.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი