უალკოჰოლო ღვინო - რა უპირატესობა აქვს მას და როგორია მისი მომავალი საქართველოში

23 აგვისტო, 2017წ

გაზიარება

უალკოჰოლო ღვინო - რა უპირატესობა აქვს მას და როგორია მისი მომავალი საქართველოში

უალკოჰოლო ღვინო - რა უპირატესობა აქვს მას და როგორია მისი მომავალი საქართველოში

ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს ღვინის დეალკო­ჰოლიზება, ანუ უალკოჰოლო ღვინის წარმოება. სამეცნიერო ლიტერატურაში თანდათან იმატა კვლევებმა, რომლებიც უკავშირდება უალკოჰოლო ღვინის სასარგებლო თვისებებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრში უკვე არის გამოკვლევები, რომელთა თანახმადაც, ღვინოში ალკოჰოლის მოცილების შედეგად ფენოლური ნაერთების ჟანგვის საწინააღმდეგო პოტენციალი მნიშვნელოვნად მატულობს. დამცავი ფუნქცია განსაკუთრებით გააჩნია წითელ ღვინოს, ანტოციანების შემცველობის გამო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში წითელი ღვინის დეალკოჰოლირება თავისუფლად შეიძლება და მისი მარგებელი თვისებებიც შენარჩუნდება.

ამჟამად, ჯანსაღი კვებისადმი მისწრაფება თანდათან იკრებს ძალას.   მნიშვნელოვნად შეიცვალა კვებითი ინდუსტრიის ორიენტაცია - ეს არის ფუნქციონალური კვება და მიმართულია შეუნარჩუნოს ადამიანს ჯანმრთელობა. მიზანი - დეალკოჰოლიზებული ღვინისა და ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ხილის გამოყენებით, შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავების საფუძველზე დაბალკალორიული, საჭირო ნივთიერებებით ბალანსირებული პროდუქტების მიღებაა. აღნიშნულის საფუძველზე მათ ექნებათ როგორც კვებითი, ასევე პროფილაქტიკური და დიეტური დანიშნულება ქრონიკული დაავადებების მიმართ.

სასმელი გამოირჩევა ფენოლური ნაერთების, განსაკუთრებით კი ანტო­ციანების შემცველობით, რაც განაპირობებს ანტიოქსიდანტურ აქტივობას. გარკვეული რაოდენობით არის წარმოდგენილი მაკრო და მიკრო­ ელემენტებიც. სასმელის ტკბილ და სასიამოვნო გემოს განაპირობებს სტევიოზიდი. იგი ამავე დროს არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, გააჩნია ინსულინოტროპული და ანტიჰიპერგლიკემური მოქმედება.
სასმელი გამოიყენება ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს გამოირჩევა კარგი სენსორული თვისებებით.

პოპულარული ღვინოები

23.95
ქვევრის რქაწითელი

ქვევრის რქაწითელი

თეთრი მშრალი

41.9
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი

9.5
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

69.95
საფერავი (ხაშმი)

საფერავი (ხაშმი)

წითელი მშრალი

15
ცოლიკოური

ცოლიკოური

თეთრი მშრალი