ციცქა-ცოლიკოურთან შეხამებული სკუმბრია ნაღების სოუსში

17 აგვისტო, 2017წ

გაზიარება

ციცქა-ცოლიკოურთან შეხამებული სკუმბრია ნაღების სოუსში

ციცქა-ცოლიკოურთან შეხამებული სკუმბრია ნაღების სოუსში

სკუმბრია უგემრიელეს ნაღების სოუსში - ვფიქრობთ, უმეტესობას არ გექნებათ ასეთი ორიგინალური და გამორჩეული კერძი გასინჯული. გთავაზობთ აღნიშნული კერძის მომზადების საიდუმლოებას, რასაც, ცხადია, თან ღვინის შეხამებაც ახლავს.

ინგრედიენტები:

სკუმბრია - 2 ცალი;

ნიორი - 2 კბილი;

კეფირი - 1 ს/კ;

საფანელი - 2 ს/კ;

ყველი (მაგარი სახეობის) - გახეხილი, 2 ს/კ;

მარილი და პილპილი - გემოვნებით;

ნაღები - 2 ს/კ.

მომზადების წესები:

დანაყეთ ან წვრილად დაჭერით ნიორი და შეურიეთ ნაღებსა და კეფირს. წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და შეურიეთ საფანელი.

კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ თევზი და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად. მოათავსეთ თევზი გამოსაცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით  ნაღებისა და კეფირის სოუსი და მოაყარეთ ყველისა და საფანელის ნარევი.

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე და მოათავსეთ თევზი გამოსაცხობად 25-30 წუთი.

შემწვარი სკუმბრია სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად.

ნაღებში მომზადებულ სკუმბრიას ციცქა-ცოლიკოური შეეხამება

ღვინის შეხამება:

ცნობილი იმერული კუპაჟური ღვინო, ციცქა-ცოლიკოური, ვფიქრობთ, ამ კერძს შესანიშნავად შეეხამება. ამ ღვინოს დღეს როგორც დიდი კომპანიები, ასევე გლეხური მცირე მარნებიც აწარმოებენ და ღვინის მოყვარულებს არჩევანი საკმაოდ დიდი აქვთ. ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის ვრცელი ასორტიმენტიდან ნაღების სოუსში მომზადებულ სკუმბრიასთან “ზანგაურას“ გასული წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოურს, მცირე მარან “ბაიას ღვინოს“   2015 წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოურს და კომპანია “ხარებას“ 2015 წლის მოსავლის ციცქას გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge

პოპულარული ღვინოები

11.99
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

13.2
შატო თელავი

შატო თელავი

წითელი მშრალი

19.95
ციცქა

ციცქა

თეთრი მშრალი

10.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი