10 რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, როდესაც ღვინის შესწავლას იწყებთ

14 აგვისტო, 2017წ

გაზიარება

10 რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, როდესაც ღვინის შესწავლას იწყებთ

10 რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, როდესაც ღვინის შესწავლას იწყებთ

ღვინო სულაც არ გახლავთ მარტივად სასწავლი თემა, თუმცა ის არც ძალიან რთულია. თუ თქვენ მართლა ძალიან გიყვართ ღვინო, კარგი იქნება, თუ მის შესახებ რამდენიმე რამეს ისწავლით. ამისათვის სულაც არ არის საჭირო ერთწლიანი კურსების გავლა, რადგან მხოლოდ შესავალი კურსი სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიოთ. ეს სრულიად გარდაქმნის თქვენს დამოკიდებულებასა და სიყვარულს თქვენი ღვინის მიმართ და თან რამდენიმე მიმართულებით.  

გადახედეთ ამ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეისწავლოთ ღვინო უკეთ:

1. ღვინო ხდება უფრო ადვილად ხელმისწავდომი

ღვინო ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსს იწვევს ჩვენში, რადგან გვგონია, რომ კარგი ღვინო ჩვენთვის ხელმისწვდომი არ არის. მაგრამ, როგორც კი ვისწავლით ოდნავ უფრო მეტს,  მოულოდნელად ძალიან ადვილი ხდება მისი განხილვა, გასინჯვა, დალევა, შეკვეთა...

2. თქვენ შეგიყვარდებათ საუბარი ღვინის შესახებ

იქნებიან ეს მეგობრები, თქვენი მეუღლის ნათესავები, მოვაჭრეები თუ სომელიეები, თქვენ უფრო უკეთ დაელაპარაკებით მათ ღვინის შესახებ და გამოთქვამთ თქვენს აზრს.

3. რესტორანში ღვინის შეკვეთა სიამოვნებას მოგანიჭებთ

თქვენ აღარ დაგჭირდებათ სხვისთვის თხოვნა, რომ კარგი ღვინო აარჩიოს. არც იმის შიში გექნებათ, რომ ღვინის არჩევას თქვენ დაგავალებენ. იქნება ეს ბიზნეს ლანჩი თუ რომანტიკული შეხვედრა, თქვენ სიამოვნებით მოირგებთ სომელიეს როლს. 

როდესაც ღვინო გესმით, რესტორანში კარგი ღვინის არჩევა მართლაც სიამოვნებაა.

​4.  თქვენ შეგიძლიათ ღვინის საიდუმლოებებს ჩაწვდეთ

სალვადორ დალის სიტყვებია: "ვინც ღვინის გასინჯვა იცის, ის ღვინოს კი არ სვამს, არამედ მის საიდუმლოებებს ეზიარება".

უკეთ ვერავინ იტყოდა. როგორც კი დეტალების შემჩნევას იწყებთ, მიხვდებით, რომ ღვინო უფრო მეტს გთავაზობთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 

5. ღვინის მაღაზიაში შესვლა დისნეილენდში სტუმრობას ემსგავსება

ბოთლის არჩევა საოცარ თავგადასავალს ემსგავსება! თქვენ ეს ბოთლი გსურთ... არა, აი ის, იქ რომ დევს.

თქვენ შეარჩევთ ღვინოს ნებისმიერი შემთხვევისთვის და ეს ყოველთვის შესანიშნავი ღვინო იქნება. 

6. თქვენ ხდებით ღვინის ექსპერტი თქვენს სამეგობროში

თქვენი მეგობრები დაგირეკავენ ხოლმე დახმარებისთვის, როდესაც ღვინის არჩევა დასჭირდებათ. ეს კი მათ დასჭირდებათ, როდესაც ოპაემანზე წავლენ, ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე.

7. თქვენ ხდებით ღვინის მკვლევარი

დღეს თქვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა გიწევთ, რომ სასურველი ღვინო შეარჩიოთ. მაგრამ, როდესაც ღვინის შესახებ მეტს ისწავლით, ეს თქვენთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. თქვენ აღმოაჩენთ ყურძნის უცნობ ჯიშებსა და ბიოდინამიურ ღვინოებს, ახალი რეგიონები კი თქვენი ვნება გახდება. ამასთანავე, თქვენ მუდმივი აღმოჩენების რეჟიმში გადახვალთ და აღარ დაგჭირდებათ 2-3 ტიპის ღვინოზე შეჩერება.

8. ღვინო ხდება ყოველდღიური ვნება

ღვინის ქარხნებსა და ლამაზ რეგიონებში სტუმრობა, ღვინის ბაზრობებზე სიარული, დეგუსტაციების ორგანიზება მეგობრებთან ერთად... ეს ყველაფერი თქვენ გელით, თუ ღვინის შესახებ მეტს ისწავლით.

თქვენ აღმოაჩენთ ადგილებს, სადაც არასოდეს წახვიდოდით, რომ არა ღვინის მიმართ გაზრდილი ინტერესი და შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც სხვაგვარად არასოდეს გაიცნობდით. დაგვეთანხმეთ, ეს ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის უიშვიათესი საშუალებაა.

9. საჭმლისა და ღვინის შეხამება თქვენი ჰობი გახდება

შესაძლოა დღეს თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ როდესაც ღვინის შესახებ მეტს ისწავლით, მიხვდებით, რომ ეს არათუ მნიშვნელოვანი, არამედ სასიცოცხლოდ გადამწყვეტი ფაქტორია. სწორი ღვინის შერჩევა კონკრეტული საჭმლისთვის თქვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობა გახდება, რადგან მიხვდებით, რომ ღვინის გაფუჭება არასწორი საჭმლით ნამდვილად არ ღირს. 

10  ღვინო არის კულტურა

ყველაფერი ზემოთქმულიც რომ არა, ღვინის შესწავლა ისედაც გაგამდიდრებთ. ღვინო უფრო მეტია, იდრე უბრალოდ სასმელი. ეს არის მემკვიდრეობა, ადამიანების შრომა, მიწა, გასტრონომია.

ღვინო თქვენ ყველა შეგრძნებას გააღვიძებს.

 დასკვნა: ღვინის შესწავლა თავისთავად არაჩვეულებრივი გამოცდილებაა. თუმცა, საუკეთესო პერიოდი შემდეგ დგება, როდესაც თქვენ უკვე იცით რამდენიმე რამ და ეს მთლიანად ცვლის თქვენს დამოკიდებულებას ღვინის მიმართ.

ღვინის შეფასების უნარი რომ აითვისოთ, ორი გზა არსებობს: პირველი არის რამდენიმე საფუძვლის შესწავლა, შემდეგ კი ღვინის რეგულარულად დაგემოვნება, რათა მალე ჩაწვდეთ ამ არაჩვეულებრივ სასმელს.

 მეორე კი დამოუკიდებლად შესწავლა სისტემატიური დეგუსტაციით. თუმცა ეს გაცილებით გრძელი გზაა და წლები დაგჭირდებათ ელემენტარული რომ ისწავლოთ.

მომზადებულია  intovino.com-ის მიხედვით

პოპულარული ღვინოები

23.95
ცოლიკოური

ცოლიკოური

თეთრი მშრალი

21
რქაწითელი პრემიუმი

რქაწითელი პრემიუმი

თეთრი მშრალი