ვენახების სიმცირე - თანამედროვე ქართული მევენახეობის გამოწვევები

02 აგვისტო, 2017წ

გაზიარება

ვენახების სიმცირე - თანამედროვე ქართული მევენახეობის გამოწვევები

ვენახების სიმცირე - თანამედროვე ქართული მევენახეობის გამოწვევები

ქართული ვაზის უნკალურ ჯიშებს სხვა ყველაფერთან ერთად იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ საქართველოს ეკონომიკაში ფულადი რესურსები მოიზიდოს. ისტორიულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ვაზი და ღვინო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ის იყო როგორც შიდა მოხმარების პროდუქტი, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის საგანი.

2004 წელს საქართველოში ჩატარდა ვენახების სტატისტიკური აღწერა. აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ვენახების 95% უკავია ქართულ ვაზის ჯიშებს. ეს ფაქტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს დღევანდელი მევენახეობა დაფუძნებულია ძირითადად ქართულ ჯიშებზე, რაც მეღვინეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილი ქვეყნების უმეტესობაში, კონკრეტული რეგიონები ძირითადად მეღვინეობით ცხოვრობენ და მათ შემოსავალს ეს საქმე წარმოადგენს. 

ღვინის მომხმარებელი და არამომხმარებელი ერები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვენი ბუნებისა და ხასიათის განმსაზღვრელი ხშირ შემთხვევაში სწორედ ღვინო იყო. ქართული მეღვინეობის 80 საუკუნოვანი უწყვეტი ისტორია (რომელსაც გვერდს უმაგრებს არქეოლოგიური მასალის უწყვეტობა) საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენს ერს ღვინოსა და სხვა სასმელებს შორის არჩევანი გაგვეკეთებინა.

ცნობილი ამბავია, რომ ბერძნებმა ელინისტურ ხანაში უკრიანაში, კერძოდ ყირიმში შეიტანეს მევენახეობა და მეღვინეობა. მაგრამ, ბერძნული კოლონიების განადგურების შემდეგ, საუკუნეების მანძილზე ასევე გაქრა მეღვინეობაც. საქართველოში საქართველოს მევენახეობამ და მეღვინეობამ მრავალი აღმავლობისა თუ დაღმავლობის პერიოდი გიარა თვით ქვეყნის ისტორიის მგავსად, მაგრამ ამან ქართული ვაზის მთლიანობას და მისადმი ქართველი კაცის ერთგულებას ვერაფერი დააკლო.

ძალიან რთულია ადამიანმა 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიშიდან უპირატესი ჯიშები დაასახელოს, მაგრამ დომინატური პოზიციები ისტორიულადაც და ახლაც, ქართული ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელსა და საფერავს უჭირავთ. ქართული მეღვინეობის ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ლოკომოტივიც სწორედ ეს ჯიშებია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ვენახები დაახლოებით 37 ათას ჰექტარზეა გაშენებული და ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების მანძილზე. ვენახების შემცირება მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით არ ყოფილა განპირობებული.

ვენახების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გლობალური, ასევე სახელმწიფო და რეგიონალური დონის ფაქტორები. დასავლეთ საქართველოში ერთადერთი იმერეთია, სადაც ვენახების შედარებით დიდი ფართობები შემორჩა. იმერეთი ვენახების რაოდენობით კახეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. მთლიანი საქართველოს ვენახების დაახლოებით ნახევარი კახეთზე მოდის. კახეთისა და იმერეთის შემდეგ კი, ვენახების რაოდენობით  ქართლი მესამე ადგილზეა. 

პოპულარული ღვინოები

25.5
ცოლიკოური

ცოლიკოური

თეთრი მშრალი

11.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი