გორში გამართულ "ქართლის ღვინის ფესტივალში" მონაწილეობა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა მიიღო

22 ივნისი, 2017წ

გაზიარება

გორში გამართულ "ქართლის ღვინის ფესტივალში" მონაწილეობა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა მიიღო

გორში გამართულ "ქართლის ღვინის ფესტივალში" მონაწილეობა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა მიიღო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ქართლის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ქართლის ღვინის ფესტივალი „ატენი 2017“ გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლა “მაჩაბელამ” გახსნა. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართლში არსებულმა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა და ინდივიდუალურმა მეღვინეებმა.

როგორც Allwine.ge-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიებაზე ძირითადად წარმოდგენილი იყო ხაშურსა და გორში არსებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართლის ღვინოები. სპეციალურად “ატენი 2017“-სთვის გორის მუნიციპალიტეტს პოლონეთიდან 13 კაციანი დელეგაცია  სტუმრობდა. სტუმრებს შორის იყვნენ იმ  ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

ფესტივალს ესწრებოდნენ ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთისა და   გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა.

ფესტივალზე ფოლკლორულ ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ფაცხები, სადაც ადგილობრივებმა ქართული სამზარეულო წარმოაჩინეს. ქართლის ღვინის ფესტივალი ატენში პირველად გასულ წელს გაიმართა და მან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. წელს „ატენი 2017“-ს ატენის უძველესი ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა მასპინძლობდა.

პოპულარული ღვინოები

27.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

74.52
აის ვაინი საფერავი

აის ვაინი საფერავი

წითელი ტკბილი

19.9
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი