რა ღირს შატო ბორდოში - საუკეთესო ფრანგული ვენახების ფასები

12 ივნისი, 2017წ

გაზიარება

რა ღირს შატო ბორდოში - საუკეთესო ფრანგული ვენახების ფასები

რა ღირს შატო ბორდოში - საუკეთესო ფრანგული ვენახების ფასები

საფრანგეთის მიწის სააგენტო (SAFER)  მთელი ქვეყნის მასშტაბით მეღვინეობისთვის ვარგისი მიწების ფასებთან დაკავშირებით  ოფიციალურ მონაცემებს  აქვეყნებს  და ჩვენც საშუალება გვაქვს  ოცნებებში წავიდეთ...  რომელი გირჩევნიათ, უკვე შემდგარი და მომგებიანი  ბიზნესი შეიძინოთ, თუ ნულიდან დაიწყოთ? კითხულობს  ჯეინ ენსონი და ბორდოს ვენახების უახლეს ფასებს განიხილავს.

"ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ აქ მხოლოდ ვენახებზე ვსაუბრობთ, ამიტომ, სახლისთვის და ბრენდის სახელწოდებისთვის რაღაცა უკვე მოფიქრებული უნდა გქონდეთ", - წერს ჟურნალისტი.

როგორ იცვლება ვენახების ფასები საფრანგეთში?
Rural Property Review სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასებს განიხილავს, მათ შორის ტყეების, საძოვრების, ხეხილის ბაღებისა და ფერმების. შედეგები გვაჩვენებს, რომ საშუალოდ ფასი 13.5 პროცენტით გაიზარდა.
2016 წელს საფრანგეთში, მეღვინეობის სფეროში   9 000 ფინანსური ტრანზაქცია შესრულდა, რაც 2015 წლისგან არაფრით განსხვავდება   (15 580 ჰექტარი და 780 მილიონი ევრო).

ვინ ყიდულობს?
ამ მხრივ, ოფიციალური მონაცემებით, უცხოელებზე 5% მოდის (აქ მხოლოდ ვენახები არ იგულისხმება) და მათ შორის ბელგიელები, შვეიცარიელები და ბრიტანელები ლიდერობენ.
რაც შეეხება კონკრეტულად ბორდოს რეგიონს, ფასები სტაბილურია ან, თუ გაიზარდა, ძალიან უმნიშვნელოდ. პოიაკი, როგორც ყოველთვის, ახლაც ლიდერობს. აქ ერთი ჰექტარი ვენახის საშუალო ფასი 2 მილიონი ევროა და ბოლო სამი წელია ეს არ იცვლება.
გასული წლების განმავლობაში  მხოლოდ ერთი დასახელების ვენახის ფასი დაეცა და ეს არის "ლიკორე" - 16 000 ღირდა და ახლა 15 000 ღირს.

"ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის არა მოთხოვნის, არამედ მიწოდების დეფიციტი", - მითხრა ექსპერტმა ალექს ჰოლმა, როდესაც მას კომენტარი ვთხოვე. - ბაზარზე სულ უფრო ნაკლები ვენახები და ნაკლები ხარისხიანი ნიმუშები ჩნდება. ძალიან ხშირად, სულ ერთი და იგივე ბრენდები გვხვდება და ახლები არსად ჩანს".

წინ რომ გავიხედოთ, საინტერესო იქნება, რამდენად მოახდენს ყინვები გავლენას გაყიდვებზე 2017 წელს. ბევრმა მეღვინემ ისაუბრა უკვე სერიოზულ საფრთხეზე.

თუმცა ახლა, მთავარი შეკითხვა, რომელიც პოტენციურ მყიდველებს აწუხებს, არის: სად იქნება ყველაზე ჭკვიანური ფულის დაბანდება?  ახლა უნდა ავწონ-დავწონოთ ერთი ჰექტარის ფასი და შევადაროთ ერთი ბოთლის პოტენციურ ფასს. ყველაზე სწორი არჩევანის გაკეთება რთული ბორდოშია.

სენტ-ემილიონის პროდიუსერებმა, რომლებმაც აქ მიწა 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში შეიძინეს, მოხიბლულნი იყვნენ სიიაფითა და ისეთივე პოტენციალით, რაც თავად სენტ ემილიონს აქვს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ღვინის დამზადება იგივე ჯდება, ბოთლის ფასი კი სენტ ემილიონის ფასს ვერ უტოლდება.

თუ ფასებს შევხედავთ, სენტ ესტეფი ყველაზე ჭკვიანურ ოპციად გამოიყურება, ასევე ლალანდ-დე-პომპეროლი.
ასე რომ, ჯერ-ჯერობით კიდევ შესაძლებელია იყიდო შედარებით იაფი მიწა და გაყიდო ღვინო შედარებით მაღალ ფასში, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ.

მომზადებულია  Decanter.com-ის მიხედვით

პოპულარული ღვინოები

3.3
ცქრიალა ღვინო როზე

ცქრიალა ღვინო როზე

22.5
ღვინის გამაგრილებელი (შავი)

ღვინის გამაგრილებელი (შავი)

12.5
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი