WinExpo Georgia '17 - თბილისში გამართულ ღვინის გამოფენაზე საუკეთესო ქართული ღვინოები და მეღვინეები გამოავლინეს

12 ივნისი, 2017წ

გაზიარება

WinExpo Georgia '17 - თბილისში გამართულ ღვინის გამოფენაზე საუკეთესო ქართული ღვინოები და მეღვინეები გამოავლინეს

WinExpo Georgia '17 - თბილისში გამართულ ღვინის გამოფენაზე საუკეთესო ქართული ღვინოები და მეღვინეები გამოავლინეს

თბილისში ღვინოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიება, WinExpo Georgia '17 - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე Allwine.ge სპეციალური ბანერით იყო წარმოდგენილი, რომლითაც ღვინის მოყვარულებს ჩვენი ღვინის პორტალისა და მაღაზიის გაცნობა უკეთ შეეძლოთ.

WinExpo Georgia '17 3 დღიანი ღონისძიება იყო, რომელიც 9-11 ივნისს ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საგამოფენო ცენტრი "ექსპოჯორჯია", თბილისი. გამოფენას მხარს უჭერდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.



ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმოადგენს ღვინის მრეწველობის, პროდუქციისა და მომსახურების სრულ სპექტრს. აქედან გამომდინარე, ეს უნიკალური შანსი ამ წარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის მიაღწიონ წარმატებას ბიზნესშესაძლებლობების ახალ ბაზარზე.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეთა შორის 2017 წლის საუკეთესო კომპანიებად დასახელდნენ: "ღვინის კომპანია შუმი" (კატეგორია - წითელი მშრალი ღვინო; დასახელება - "საფერავი გეორგიკა") და "ქვევრის ღვინის მარანი" (კატეგორია - ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო; დასახელება - "მწვანე ქვევრის") დასახელდნენ.



გამოფენაში მონაწილე ხუთ კომპანიას ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული ჯილდოები გადაეცათ. ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი - ქვევრის საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო. კომპანია - "ქვევრის ღვინის მარანი", ღვინის სახელწოდება - "მწვანე ქვევრის" (2016 წლის ჩამოსხმა). ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი - საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო. კომპანია - "ბატონო", ღვინის სახელწოდება - "მწვანე", (2015 წლის ჩამოსხმა). ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი - ქვევრის საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო. კომპანია - "ბატონო", ღვინის სახელწოდება - "საფერავი" (2015 წლის ჩამოსხმა). ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი - საუკეთესო მშრალი წითელი ღვინო. კომპანია - "ღვინის კომპანია შუმი", ღვინის სახელწოდება - "საფერავი გეორგიკა", (2013 წლის ჩამოსხმა). დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი - წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო. კომპანია - "Wine Products & Spirits", ღვინის სახელწოდება - "ტოლიბაში" (2016 წლის ჩამოსხმა).

პოპულარული ღვინოები

30.95
ჩხავერი

ჩხავერი

წითელი მშრალი

9.9
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

19.95
რქაწითელის ჭაჭა

რქაწითელის ჭაჭა

30
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი