წელს საფრანგეთის მეღვინეობის მთავარ რეგიონში მეღვინეები მოსავლის მთლიანად დაკარგვას ვარაუდობენ

02 ივნისი, 2017წ

გაზიარება

წელს საფრანგეთის მეღვინეობის მთავარ რეგიონში მეღვინეები მოსავლის მთლიანად დაკარგვას ვარაუდობენ

წელს საფრანგეთის მეღვინეობის მთავარ რეგიონში მეღვინეები მოსავლის მთლიანად დაკარგვას ვარაუდობენ

ბორდოს ღვინის ინდუსტრია, ყინვებით მიყენებული ზიანის გამო, წელს 2 მლრდ ევროს დანაკარგს ვარაუდობს

ბორდოს ვენახებმა, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, წელს შესაძლოა მოსავლის დაახლოებით ნახევარი დაკარგოს. აპრილის ბოლოს ორდღიანი ყინვა დაფიქსირდა და ვენახებს საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ოფიციალური პირები აცხადებენ.



ვენახები კონიაკის, ბერჟერაკისა და ლოტ-ე-გარონის რეგიონებში ასევე დაზარალდა. ბორდოს ღვინოების ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბერნარ ფარჟი აცხადებს, რომ დანაკარგის ოდენობა დაახლოებით 50% გაუტოლდება. მთლიანი ზარალი, დაახლოებით, ერთიდან ორ მილიარდ ევრომდე იქნება, ხოლო წარმოებული ბოთლების რაოდენობა 350 მილიონამდე დაეცემა. ყინვა სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სიძლიერის იყო და ზოგიერთ მათგანში მეღვინეები მოსავლის მთლიანად დაკარგვას ვარაუდობენ.



იმისათვის, რომ ყინვას ნაკლები ზიანი მიეყენებინა, ინდუსტრიის წარმომადგენლები სანთლებს, სხვადასხვა სახის გამათბობლებსა და ვერტმფრენებსაც კი იყენებდნენ. 
კლიმატური პირობების გამო, გასულ წელს, საფრანგეთის ღვინის ინდუსტრიამ შემოსავლის 10% დაკარგა. ყველაზე მეტად შამპანის რეგიონი დაზარალდა.

მომზადებულია  businessinsider.com-ის მიხედვით

ნახეთ ასევე:  როგორ შეიცვლება ღვინის რუკა გლობალური დათბობის შედეგად? - საქართველო ყველაზე სარისკო ქვეყნებში მოხდა

"ევროპის ვენახებს ყინვა უტევს" - ნახეთ, როგორ იცავენ ევროპელი მევენახეები მოსავალს გაყინვისგან

პოპულარული ღვინოები

17
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

9.5
ალაზნის ველი (წითელი)

ალაზნის ველი (წითელი)

წითელი ნახევრად ტკბილი