ღვინის ახალი ფესტივალი იმერეთში და ორი გამარჯვებული მეღვინე

22 მაისი, 2017წ

გაზიარება

ღვინის ახალი ფესტივალი იმერეთში და ორი გამარჯვებული მეღვინე

ღვინის ახალი ფესტივალი იმერეთში და ორი გამარჯვებული მეღვინე

იმერეთში, კერძოდ კი თერჯოლაში, კოოპერატივმა „მეღვინეობა საზანომ" ახლადშექმნილ ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალში 17 მონაწილემ 25 სახეობის ღვინო წარმოადგინა. კონკურსანტები კომისიამ  შეაფსა. საბოლოოდ 2 გამარჯვებული გამოვლინდა.

ფესტივალი დაარსდა კოოპერატივ "მეღვინეობა საზანოს" დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარის გივი ჩუბინიძის ინიციატივით. ფესტივალი სახალხო დღესასწაულ "ოქონობის'' ერთგვარი გაგრძელება იყო. ეს დღესასწაული   წლებია მათ სოფელში იმართება, თუმცა არა ამ  სახით. კოოპერატივი "საზანო"  არასამთავრობო ორგანიზაციის  მიერ  „ადამიანი გაჭირვებაში" ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. 

ჟიურის მოწონება თეთრი  ღვინის კატეგორიაში სოფელ საზანოს მცხოვრები ზვიად თარგალაძის ოჯახში დაყენებულმა ციცქამ  დაიმსახურა, ხოლო წითელი ღვინის კატეგორიაში სოფელ თუზის მკვიდრის, მალხაზ ნეფარიძის   ოცხანურმა-საფერემ გაიმარჯვა. გამარჯვებულებს  ჯილდოს სახით სიმბოლორად ქვევრის ფორმის სასმისები გადაეცათ. 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ირწმუნებიან,  ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ტრადიციისა, რომელსაც ზესტაფონში ოქონობასთან ერთად ღვინის ფესტივალის სახით  ჩაეყარა საფუძველი.

პოპულარული ღვინოები

16.05
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

15.47
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

18.39
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

55.95
სამანდარიოს ცოლიკაური

სამანდარიოს ცოლიკაური

223
შატო ლიპარტიანი

შატო ლიპარტიანი

წითელი მშრალი