მეფე ეტიკეტზე - მსოფლიო ტრენდი ღვინის ქართულ ბაზარზე და პირველი ევროპელი მხატვარი, ვინც დიდგორის ბრძოლას ტილო მიუძღვნა

22 მაისი, 2017წ

გაზიარება

მეფე ეტიკეტზე - მსოფლიო ტრენდი ღვინის ქართულ ბაზარზე და პირველი ევროპელი მხატვარი, ვინც დიდგორის ბრძოლას ტილო მიუძღვნა

მეფე ეტიკეტზე - მსოფლიო ტრენდი ღვინის ქართულ ბაზარზე და პირველი ევროპელი მხატვარი, ვინც დიდგორის ბრძოლას ტილო მიუძღვნა

ღვინის ეტიკეტზე მეფეებისა და გმირების გამოსახვა მთელს მსოფლიოშია მიღებული. ევროპასა თუ ამერიკაში ღვინის არაერთ ნიმუშს ნახავთ, რომელთა ეტიკეტებზეც მეფეების, ბარონების, იმპერატორებისა თუ ჰერცოგების სახეებია გამოსახული. ხშირად ამ ბრენდებს სწორედ აღნიშული ცნობილი ადამიანების სახელებიც ქვიათ.

 მსოფლიოში არსებულ ტენდენციას ალღო ქართველებმაც აუღეს და ქართული ღვინის ბაზარზე  ორი თვის წინ ახალი ბრენდი გამოჩნდა.  მუკუზნის „საფერავს“ ეტიკეტად ამშვენებს ცნობილი ესპანელი ბატალისტი  მხატვრის -   აუგოსტო ფერერ დალმაუს ნახატი „დიდგორის რაინდი“. ახალი ბრენდი - King David კომპანიების „იბერიკა“ და „ნიკალა“ ერთობლივი პროექტია.

ცნობისთვის,  დალმაუ პირველი ევროპელი მხატვარია, ვინც ქართველთა ბრძოლას ფერწერული ტილო მიუძღვნა, ხოლო ღვინის ბოთლზე ნახატის ეტიკეტად გამოყენების იდეა  მას შემდეგ დაიბადა, რაც მხატვარმა მეგობრების საშუალებით მუკუზანის საფერავი დააგემოვნა.

მუკუზანის საფერავი „დიდგორის რაინდის“  ეტიკეტით ლიმიტირებული რაოდენობით, სასაჩუქრე ყუთითა და მხატვრის ექსკლუზიური ავტოგრაფით იქნება წარმოდგენილი. იგი ღვინის მომხმარებელს  ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ქართულ ენაზე საქართველოს ღვინის ისტორიისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ მოუყვება.