დეგუსტაციაზე - allwine.ge-ს მაღაზიაში წარმოდგენილი საუკეთესო წითელი მშრალი ღვინოები გამოარჩიეს

15 მაისი, 2017წ

გაზიარება

დეგუსტაციაზე - allwine.ge-ს მაღაზიაში წარმოდგენილი საუკეთესო წითელი მშრალი ღვინოები გამოარჩიეს

დეგუსტაციაზე - allwine.ge-ს მაღაზიაში წარმოდგენილი საუკეთესო წითელი მშრალი ღვინოები გამოარჩიეს


12 მაისს, "ბიბლუს გალერიში" ღვინის ინტერნეტ-მაღაზიისა და პორტალის - allwine.ge-ს ინიციატივით წითელი მშრალი ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
დეგუსტაციაში მონაწილეობას ღვინის ექპერტებთან ერთად, დამწყები ღვინის მოყვარულებიც იღებდნენ.
ღვინის ჭაშნიკზე წითელი მშრალი ღვინის 10 ნიმუში იყო წარმოდგენილი, რომლებიც ე.წ. დახურული წესით გაისინჯა. დეგუსტაციის მონაწილეებმა წინასწარ არ იცოდნენ ღვინის რომელ ნიმუშს აგემოვნებდნენ.
წარმოდგენილი ყველა ღვინო - allwine.ge-ს ინტერნეტ-მაღაზიაში იყიდება და დეგუსტაციის ერთ-ერთი მიზანსაც კლენტისათვის შეთავაზებული ღვინოების უკეთ გაცნობა და სათანადო შეფასებაწარმოადგენდა.
საბოლოო ჯამში დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინის საერთო ხარისხი და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ზოგიერთმა ნიმუშმა საინტერესო და დამაინტრიგებელი აზრთა სხვადასხვაობა დაკამათიც კი გამოიწვია. თუმცა იყო ნიმუშები,რომლებიც დეგუსტაციის მონაწილეებმა ერთხმად გამოარჩიეს და დათქვეს, რომ ეს ღვინოები იქნება წითელ ღვინიოებს შორის ფლანგმანი.
დეგუსტაციის მონაწილეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსხურა კომპანია "ლუკასის" საფერავმა, მეღვინე ბაქარ ნარსიას საოჯახო მარნის საფერავმა და "ალმატის" საფერავმა.
"ბიბლუს გალერიში" - allwine.ge-ზე წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია კვლავგაგრძელდება. მომავალში თეთრი მშრალი ღვინოების გასინჯვა იგეგმება.