ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა

03 მაისი, 2017წ

გაზიარება

ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა

ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა - Esquire მსოფლიოს საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს შორის ქართული ღვინო "თავკვერი" დაასახელა. ჟურნალის მაისის ნომერიში გამოქვეყნებულ რეიტინგში ის ნატურალური ღვინოები მოხვდა, რომელთა ფასიც 40 ამერიკულ დოლარს აღემატება.

ამერიკულმა ჟურნალმა ქართული ღვინოებიდან ამერიკელი მეღვინის, ჯონ   ვურდემანის მიერ შექმნილი კომპანია  „ხოხბის ცრემლების" წარმოებული  წითელი მშრალი ღვინო „თავკვერი" (2013 წლის მოსავალი) გამოარჩია. აღნიშნული ღვინის სიმაგრეა 12%. ამ სახეობის ღვინოს აწარმოებენ ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან, რომელიც შიდა ქართლში გვხვდება.

"მსუბუქი წითელი "თავკვერი" თიხის ჭურჭელშია დამზადებული, რომელსაც ფუტკრის ცვილით ფარავენ და მიწაში დებენ", -   ვკითხულობთ სტატიაში.

 ქართული ღვინის გარდა, ჟურნალის სიაში შევიდა ნატურალური ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, იტალიიდან და აშშ-დან. 

პოპულარული ღვინოები

8
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

13
ბოთლის ტუჩი CRYSTAL (ფერადი)

ბოთლის ტუჩი CRYSTAL (ფერადი)

26.4
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი