მაისის ჰარმონია - თევზის ფილე პომიდვრის სოუსში თეთრ ღვინოსთან ერთად

02 მაისი, 2017წ

გაზიარება

მაისის ჰარმონია - თევზის ფილე პომიდვრის სოუსში თეთრ ღვინოსთან ერთად

მაისის ჰარმონია - თევზის ფილე პომიდვრის სოუსში თეთრ ღვინოსთან ერთად

წელიწადის ამ დროს თევზისგან მომზადებული მსუბუქი კერძები მთელს მსოფლიოში პოპულარულია. ქართველ ღვინის მოყვარულებს და გურმანებს ალბათ მოეწონებათ პომიდვრის სოუსში მომზადებული თევზი, რომელსაც ჩვენ საუკეთესო თეთრი ღვინოები შევუხამეთ.

ინგრედიენტები:

თევზის ფილე, ნებისმიერი - 600 გ

მწვანე ბარდა, გაყინული - 1/2 ჭ

ხახვი - 200 გ

ნივრის კბილი - 3

ოხრახუში - პატარა კონა

პამიდვრის სოუსი, მზა - 350 გ

წყალი - 1/2 ჭ

მარილი და პილპილი

მომზადების წესები:

ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, ნიორი წვრილად და ერთად მოვშუშოთ ზეთში. გადავიტანო ღუმელის ფორმაში. ზემოდან დავალაგოთ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი თევზი, დავამატოთ პილპილი და მარილი, დავაყაროთ ბარდა. პამიდვრის სოუსი წყლით გავათხელოთ, დავამატოთ მწვანილი და დავასხათ თევზს. შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. გარნირად მოვუმზადოთ კარტოფილის პიურე ან ბრინჯი.

პამიდვრის მზა სოუსები იყიდება სუპერმარკეტებში და მათ, ძირითადად პასტისა და მაკარონის მწარმოებელი ფირმები უშვებენ.

ქართლის ჩინური პომიდვრის სოუსში მომზადებულ თევზთან საუკეთესო წყვილს შექმნის

ღვინოსთან შეხამება:

ამ კერძს საუკეთესოდ შეეხამება ქართლის ცნობილი ღვინო ჩინური. ეს მსუბუქი და სურნელოვანი ღვინო კერძის გემოს ნამდვილად არ გადაფარავს და უზრუნველყოფს სიმჟავის შესანიშნავად დაბალანსებას. ჩვენს ღვინის ინტერნეტ-მაღაზიაში საუკეთესო ღვინოების შეძენა შეგიძლიათ. მათ შორის აღნიშნულ კერძთან გირჩევთ: „შატო ატენის“ 2016 წლის მოსავლის ჩინურს, კომპანია „შატროვანის“ ჩინურსა და „შუხმანის“ 2016 წლის მოსავლის მწვანეს.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge